ავტორიზაცია

მილანის მცველის შეძენით ტოტენჰემი ინტერესდება

მილანის მცველის შეძენით ტოტენჰემი ინტერესდება
თარიღი 23 ნოე 2023, 09:42
"მილანის" ცენტრალური მცველი მალიკ ჩაოს ტრანსფერით "ტოტენჰემი" ინტერესდება.

მოგეხსენებათ, "სპურსი" თაცვის ცენტრის გაძლიერებას იანვარში აპირებს. Daily Mail-ის ცნობით, ლონდონელების შორტლისტში მოხვდა 22 წლის ჩაო, რომლის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენდა.

შეგახსენებთ, რომ ანგე პოსტეკოღლუს გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეოთხე ადგილზეა.