ავტორიზაცია

მილანმა ჟირუს შემცვლელი იპოვა

მილანმა ჟირუს შემცვლელი იპოვა
თარიღი 23 მარ 2024, 13:25
გერმანული "შტუტგარტის" თავდამსხმელი სეროუ გირასი შესაძლოა იტალიის სერია A-ს ტოპ-კლუბში გადავიდეს. ამის შესახებ Calciomercato იუწყება. 

წყაროს ცნობით, 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერით "მილანი" ინტერესდება. 

"როსონერი" გირასის ფრანგი ფორვარდის ოლივიე ჟირუს შემცვლელად განიხილავს, რომელიც ზაფხულში დიდი ალბათობით, MLS-ში გადავა. 

გვინეელი თავდამსხმელის შრომითი ხელშეკრულება "შტუტგარტთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 22 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.