ავტორიზაცია

მიულერი: "უსამართლო სიტუაციაში რამდენიმე წლის წინაც ვიყავი, როდესაც რონალდუმ ორი გოლი თამაშგარედან გაგვიტანა"

მიულერი: "უსამართლო სიტუაციაში რამდენიმე წლის წინაც ვიყავი, როდესაც რონალდუმ ორი გოლი თამაშგარედან გაგვიტანა"
თარიღი 09 მაი 2024, 11:27
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში რეალმა ბაიერნი 2-1 დაამარცხა და ორი მატჩში ჯამში (4-3) ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის მიწურულს, როდესაც ანგარიში უკვე 2-1 იყო, მატიას დე ლიგტმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, მსაჯმა რამდენიმე წამით ადრე თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. წინასწარ დაფიქსირებული ოფსაიდის გამო კი, VAR-მა ეპიზოდის გადამოწმება ვერ შეძლო.

მატჩის შემდეგ, ბაიერნის შემტევმა, ტომას მიულერმა კომენტარი გააკეთა და მსაჯები გააკრიტიკა: "უსამართლო სიტუაციაში რამდენიმე წლის წინაც ვიყავი, როდესაც რონალდუმ ორი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა, თუმცა, მაშინ VAR არ არსებობდა. მსაჯების მიერ მიღებული უცნაური გადაწყვეტილებები მადრიდში ხშირად გვხვდება და ამის ახსნა არავის შეუძლია."