ავტორიზაცია

მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდს პირველი რაუნდი მოუგო, იუვენტუსი კი ევროპა ლიგის მეფეებს ბოლო წამებზე გადაურჩა

მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდს პირველი რაუნდი მოუგო, იუვენტუსი კი ევროპა ლიგის მეფეებს ბოლო წამებზე გადაურჩა
თარიღი 12 მაი 2023, 02:02
ევროპა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

პარალელურ რეჟიმში ერთმანეთს „რომა“ – „ლევერკუზენი“ და „იუვენტუსი“ – „სევილია“ დაუპირისპირდნენ.

სტადიო ოლიმპიკოზე გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა - მასში „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო თავის ყოფილ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს დაუპირისპირდა.



გადამწყვეტი უპირატესობა 63-ე წუთზე „რომამ“ ბოვეს გოლით მოიპოვა, რომელსაც ტემი აბრაჰამმა გაატანინა. ამრიგად, საპასუხო მატჩის წინ რომაელები უპირატესობას დაეუფლნენ - 1:0.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის მეფეს, „სევილიას“ დაუხვდა და არ წააგო - 1:1.

26-ე წუთზე იუსუფ ენ ნესირიმ სტუმრები დააწინაურა და როცა ანდალუსიელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, 90+7 უთზე გატიმ პოგბას ასისტით „იუვენტუსს“ თამაში გადაურჩინა.

საპასუხო შეხვედრები 18 მაისს გაიმართება.