ავტორიზაცია

მოყვარულთა ლიგამ სტარტი აიღო!

მოყვარულთა ლიგამ სტარტი აიღო!
თარიღი 15 აპრ 2024, 22:08
2024 წლის მოყვარულთა ლიგის სეზონი, ქართული სპორტის ქომაგებმა სუპერ ლიგაში (რანგით უმაღლესი) დაიწყო. ჩემპიონატში თამაშის უფლება ქომაგებმა გასულ წელს, თბილისის მოყვარულთა ლიგა 2 ის ჩემპიონობით მოიპოვეს, გუნდი აღნიშნულ ჩემპიონატში 2017 წლიდან ასპარეზობს და აქამდე უმაღლესი შედეგი, ლიგა ორში დაკავებული მეოთხე ადგილი იყო.

აღსანიშნავია, რომ ქომაგებმა სეზონის წინ რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს და საკმაოდ გაძლიერდნენ.

პირველი შეხვედრა ქომაგებმა ამბასადორის წინააღმდეგ გამართეს და 2:4 დამარცხდნენ.

მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონიდან, ქომაგების გუნდის გენერალური სპონსორია - SMH Sports-ი.

კომპანია სხვადასხვა სამოყვარულო სპორტის მხარდაჭერასა და განვითარებაშია ჩართული, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს.



13-14 აპრილი - ქომაგები - ამბასადორი
20-21 აპრილი - ქომაგები - პანენკა
27-28 აპრილი - ვაკე - ქომაგები
11-12 მაისი - ქომაგები - კოლხეთი
18-19 მაისი - სეუ - ქომაგები
25-26 მაისი - ქომაგები - კვარტალი
1-2 ივნისი - შტურმი - ქომაგები
8-9 ივნისი - ქომაგები - ბასიანი
15-16 ივნისი - ქომაგები - სითი
31 აგვისტო - ქომაგები - რუსთავი
7-8 სექტ - ქომაგები - ბრიჯი
14-15 სექტ - ბასა - ქომაგები
21-22 სექტ - ქომაგები - აფხაზეთი