ავტორიზაცია

MVP! როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?

MVP! როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?
თარიღი 17 მარ 2024, 21:16
ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში "ვილიარეალი" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" დაუპირისპირდა.

შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ხორხე კუენკამ გაიტანა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 39-ე წუთზე ალექს ბაენას პენალტი აუღო და საერთო ჯამში 6 სეივი განახორციელა.

ქართველი მეკარე ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელა. Sofscore-სგან კი 8.5 შეფასება მიიღო.