ავტორიზაცია

ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 19 აპრ 2024, 13:33
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ეროვნულ გუნდთან შრომითი კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება. 

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება ძალაში.