ავტორიზაცია

ნაპოლი ატალანტასთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები შეიმცირა

ნაპოლი ატალანტასთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები შეიმცირა
თარიღი 30 მარ 2024, 17:23
იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას დაუპირისპირდა და 0:3 განადგურდა.

აღნიშნულ შეხვვედეაში სტუმრთა მხრიდან გოლები: ალექსეი მირანჩუკმა, ჯანლუკა სკამაკამ და ტეუნ კოოპმაინერსმა გაიტანეს.

ნეაპოლური გუნდის ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ამრიგად, "ნაპოლი" სერია A-ს  სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილზე რჩება და მეოთხე ადგილთან ჩამორჩენა 9 ქულას შეადგენს. 

ფრანჩესკო კალცონას გუნდი მორიგ შეხვედრას 7 აპრილს "მონცას" წინააღმდეგ ჩაატარებს.