ავტორიზაცია

ნაპოლის ექს-ნახევარმცველი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს

ნაპოლის ექს-ნახევარმცველი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს
თარიღი 05 სექ 2023, 10:22
„ტოტენჰემის" ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე, რომელმაც გასული სეზონი იჯარით საჩემპიონო „ნაპოლიში" გაატარა, კარიერას „გალათასარაიში" გააგრძელებს.

კლუბებმა ფეხბურთელის იჯარაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. 

ფრანგი ნახევარმცველი სტამბოლში უახლოეს პერიოდში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ერთწლიან იჯარას მოაწერს ხელს.

როგროც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება.