ავტორიზაცია

ნიკა კვეკვესკირი: "უბედნიერესები ვართ, რომ ქართველ ხალხს ასეთი სიხარული ვაჩუქეთ"

ნიკა კვეკვესკირი: "უბედნიერესები ვართ, რომ ქართველ ხალხს ასეთი სიხარული ვაჩუქეთ"
თარიღი 27 მარ 2024, 12:21
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მატჩის შემდეგ, გადამწყვეტი პენალტის ავტორმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა.

"რთულია ემოციებზე საუბარი - გოლის გატანის შემდეგ სიგიჟე იყო, მერე უცებ სიცარიელე, რადგან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და შემდეგ სიხარულის ცრემლები.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა გაიხარა და უბედნიერესები ვართ, რომ ქართველ ხალხს ასეთი სიხარული ვაჩუქეთ. ჯერ კიდევ არ მაქვს ბოლომდე გააზრებული, რამხელა რაღაც გავაკეთეთ" - ნიკა კვეკვესკირი.