ავტორიზაცია

ნიუკასლმა ჟოელინტონთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ნიუკასლმა ჟოელინტონთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 09 აპრ 2024, 17:09
"ნიუკასლმა" ბრაზილიელ ნახევარმცველ ჟოელინტონთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელს ახალი კონტრაქტი ოთხი წელი იქნება ძალაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ახლა ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ნახევარმცველმა ახალ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი. 

27 წლის ჟოელინტონმა ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი და ერთი საგოლე პასი გააკეთა.