ავტორიზაცია

ობამეიანგი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს?

ობამეიანგი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს?
თარიღი 27 ივნ 2023, 11:21
გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა. 

აფრიკელ თავდამსხმელს კარიერის გაგრძელება თურქეთის ჩემპიონატში შეუძლია, ამის შესახებ The Telegraph-ის იუწყება.

გამოცდილი ფორვარდის ტრანსფერით სტამბული "გალათასარაი" ინტერესდება. თურქული გრანდი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზებას ამზადებს.

პიერ-ემერიკი ობამეიანგი "ჩელსის" 2022 წელს ორწლიანი კონტრაქტით შეუერთდა. მისი სატრანსფერო ფასი 4 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში ობამეიანგმა პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.