ავტორიზაცია

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
თარიღი 15 აპრ 2024, 16:51
საქართველოს ეროვნული ნაკრების და გრაცის შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ჰარტბერგის წინააღმდეგ გოლი და ასისტი გაიფორმა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა - Sofascore-მა კიტეიშვილის თამაში 7,9 ქულით შეაფასა.