ავტორიზაცია

პოსტეკოგლუ: "არამგონია, რომ მსოფლიოს 24 საუკეთესო მოთამაშისგან შემდგარი გუნდით წარმატებას მიაღწევ"

პოსტეკოგლუ: "არამგონია, რომ მსოფლიოს 24 საუკეთესო მოთამაშისგან შემდგარი გუნდით წარმატებას მიაღწევ"
თარიღი 04 ნოე 2023, 09:10
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანგე პოსტეკოგლუმ კლუბის სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა.

"სპურსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს, ამიტომ, სავარაუდოდ, ლონდონელები ზამთარში გაძლიერებას შეეცდებიან, რათა სეზონის მეორე ნახევარში სათადარიგოთა სკამზე მეტი ვარიანტი ჰქონდეთ.

"ზამთრის სატრქნსფერო ფანჯარა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყველასთვის. პრემიერ ლიგის მთავარ გუნდებთან შედარებით ჩვენი ბიუჯეტი? აზრი არ აქვს უსასრულოდ ფულის დახარჯვას მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეების შესაძენად და ეს პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურდა. 

მთავარია იპოვოთ სწორი ქიმია გუნდში - თქვენ უნდა გყავდეთ 24 მოთამაშე, რომლებიც ერთი საქმჯს ერთგული არიან. არ მგონია, რომ მსოფლიოს 24 საუკეთესო მოთამაშით ამას მიაღწევ. ეს არის თავის ტკივილი, რომელიც ნამდვილად არ მჭირდება“, - თქვა პოსტეკოგლუმ.