ავტორიზაცია

პროკურატურა დანი ალვეშისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა დანი ალვეშისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვს
თარიღი 23 Nov 2023, 23:24
პროკურატურა გაუპატიურების საქმეზე დანი ალვეშისთვის 9 წლის მისჯას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელი 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ციხეშია, მას ბრალად ერთ-ერთ კლუბში გოგონას გაუპატიურება ედება.

14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ალვეშის საქმეზე გამოძიება ოფიციალურად დასრულდა და განაჩენს ელოდება.

EFE-ს ინფორმაციით, პროკურორი ალვეშისთვის 9-წლიან ციხეს, დაზარალებულისთვის კი კომპენსაციის სახით 150 ათას ევროს ითხოვს.