ავტორიზაცია

პსჟ V დორტმუნდი - ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი პარიზში გაირკვევა

პსჟ V დორტმუნდი - ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი პარიზში გაირკვევა
თარიღი 07 მაი 2024, 12:56
დღეს, პარიზში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც პსჟ დორტმუნდს უმასპინძლებს.

გუნდების პირველი დაპირისპირება დორტმუნდში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, 1-0 დასრულდა - აღნიშნულ მატჩში ერთადერთი გოლი ფულკრუგმა გაიტანა.

გერმანიის ბუნდესლიგაში, 32 ტურის შემდეგ დორტმუნდს 60 ქულა აქვს, მე-5 ადგილზე იმყოფება და მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებული აქვს.

საფრანგეთის ლიგა 1-ში კი პსჟ 70 ქულით ლიდერობს და 2 ტურით ადრე ჩემპიონობა განაღდებული აქვს - პარიზულმა კლუბმა ისტორიაში მე-12 საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გუნდების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებიდან ხუთივე ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა, სადაც სრული თანაფარდობაა - 2 პარი სენ ჟერმენმა მოიგო, 2 დორტმუნდმა, ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პსჟ V დორტმუნდი - სავარაუდო შემადგენლობები:


პარი სენ ჟერმენის და დორტმუნდის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.