ავტორიზაცია

რა შემთხვევაში დარჩება პიოლი? - კლუბის მოთხოვნები ცნობილია

რა შემთხვევაში დარჩება პიოლი? - კლუბის მოთხოვნები ცნობილია
თარიღი 27 თებ 2024, 20:58
მილანის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის მომავალი გაურკვეველია - შესაძლოა მას სეზონის ბოლოს კლუბის დატოვება მოუწიოს.

როსონერის მთავარი მწვრთნელის პოსტის შესანარჩუნებლად პიოლიმ რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს: მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური, მოიგოს დერბი დელა მადონინა და ევროპა ლიგაზე მინიმუმ 1/2 ფინალში გავიდეს.

შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლი მილანის მთავარ მწვრთნელად 2019 წლიდან მუშაობს და გუნდთან ერთად 2022 წელს სკუდეტოს მოგება მოახერხა.