ავტორიზაცია

რაფინია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

რაფინია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
თარიღი 12 აპრ 2024, 18:45
"ბარსელონას" ბრაზილიელი გარემარბი რაფინია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

10 აპრილს ესპანური "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად ფრანგულ "პსჟ"-ს დაუპირისპირდა. 

შეხვედრა "ბლაუგრანას" გამარჯვებით 3:2 დასრულდა. თამაშის მთავარი გმირი რაფინია იყო, რომელმაც ორი გოლი გაიტანა.