ავტორიზაცია

რამდენ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება რონალდუ?

რამდენ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება რონალდუ?
თარიღი 09 აპრ 2024, 17:39
საუდის არაბეთის სუპერთასისი ნახევარფინალში "ალ ჰილალმა" "ალ ნასრს" 2:1 მოუგო.

სტუმართა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, მოედნიდან 86-ე წუთზე გააძევეს.

ორთაბრძოლაში კრიშტიანუმ მეტოქეს იდაყვი მიარტყა, ხოლო როცა მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა, არბიტრისკენაც გაიწია.

როგორც AS-ი Al Riyadiya-ზე დაყრდნობით იუწყება, რონალდუს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. გარდა ამისა, 39 წლის ფეხბურთელი შესაძლოა დაჯარიმდეს.