ავტორიზაცია

რამდენ მილიონს შეადგენს ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა?

რამდენ მილიონს შეადგენს ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა?
თარიღი 10 აპრ 2024, 11:54
ესპანურმა პორტალმა Relevo-მ ნორვეგიელი თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდისა და მანჩესტერ "სიტის" შორის არსებული კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი შეიცავს გათავისუფლების პუნქტს, რომელიც 175 მილიონ ევროს შეადგენს.

ნორვეგიელი თავდამსხმელის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდეა ძალაში. 

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 30 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.