ავტორიზაცია

რატომ არ არის კარის ხაზის ტექნოლოგია ლა ლიგაში? - ხავიერ ტებასის კომენტარი

რატომ არ არის კარის ხაზის ტექნოლოგია ლა ლიგაში? - ხავიერ ტებასის კომენტარი
თარიღი 22 აპრ 2024, 10:16
გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ელ კლასიკო გაიმართა, სადაც რეალმა ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა.

პირველი ტაიმის მიწურულს საკამათო ეპიზოდი ვიხილეთ, რომელზეც წამყვანი სპორტული მედიები დღესაც საუბრობენ - საქმე ლუნინის მიერ კარის ხაზიდან გამოტანილ ბურთს ეხება.

ესპანეთის ჩემპიონატში კარის ხაზის ტექნოლოგია არ არის დანერგილი, შესაბამისად ეპიზოდი ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა, თუმცა, რეჟისორებმა იდეალური რაკურსი ვერ იპოვეს. საბოლოოდ, მსაჯებმა ჩათვალეს, რომ გოლი არ გასულა.

რატომ არ არის კარის ხაზის ტექნოლოგია ესპანეთში? აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა შარშან გასცა: "კარის ხაზის ტექნოლოგია საკმაოდ ძვირი ჯდება, შესაბამისად, ის ლა ლიგაში ჯერ არ იქნება დანერგილი."

აღსანიშნავია, რომ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ლა ლიგა ერთადერთია, სადაც კარის ხაზის ტექნოლოგია არ გვხვდება. ინგლისში აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 2013/14 წლების სეზონზე დაინერგა, რასაც მალევე სხვა ჩემპიონატებიც მიჰყვნენ.