ავტორიზაცია

რეალის ორმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე უარი განაცხადა

რეალის ორმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე უარი განაცხადა
თარიღი 18 აპრ 2024, 15:43
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი მანჩესტერ სიტისა და რეალს შორის ორი მატჩის ჯამში 4-4 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

120 წუთიანი დაძაბული მატჩის შემდეგ, ეტიჰარდზე თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთესად რეალმა შეასულა და ჩემპიონტა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.

ესპანური Marca-ს ცნობით, სამეფო კლუბის ორმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანის დარტყმაზე უარი თქვა - ვალვერდემ მიზეზად ზედმეტი გადაღლილობა დაასახელა, ხოლო ედერ მილიტაოს თქმით თანამემამულე ედერსონს ვარჯიშებზე მისი პენალტების სტილი კარგად აქვს შესწავლილი.

საბოლოო ჯამში, რეალმა თერთმეტმეტრიანების სერია 4-3 მოიგო - სამეფო კლუბიდან პენალტი მოდრიჩმა ვერ გაიტანა, ხოლო სიტის მხრიდან გოლი სილვამ და კოვაჩიჩმა ვერ გაიტანეს.