როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში "მეცი" საკუთარ მოედანზე "ლილის" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე "მეცის" მთავარმა მეგოლემ მიქაუტაძემ გახსნა, თუმცა სტუმრებმა მატჩის შემოტრიალება პირველ ტაიმშივე შეძლეს.
აღნიშნულ მატჩში გიორგი მიქაუტაძემ Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა.
23 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.