ავტორიზაცია

სამივე ევროტურნირის ფინალისტები ცნობილია - როდის გაიმართება მატჩები?

სამივე ევროტურნირის ფინალისტები ცნობილია - როდის გაიმართება მატჩები?
თარიღი 10 მაი 2024, 11:43
დასრულდა 2023/24 წლის ევროტურნირების 1/2 ფინალური ეტაპი და ცნობილი გახდა იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც ტიტულებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და დორტმუნდი ბორუსია დაუპირისპირდებიან - რეალმა 1/2 ფინალში ბაიერნს მოუგო, ხოლო დორტმუნდმა პსჟ დაამარცხა.

ევროპა ლიგის ჩემპიონობისთვის ლევერკუზენი და ატალანტა იბრძოლებენ - ლევერკუზენმა წაუგებელი სერია გააგრძელა და 1/2 ფინალიდან რომა გამოთიშა, ხოლო ატალანტამ მარსელს აჯობა.

კონფერენს ლიგის ფინალში ბერძნულ-იტალიური დუელი გაიმართება - თასისთვის ერთმანეთს ოლიმპიაკოსი და ფიორენტინა დაუპირისპირდებიან. ბერძნებმა ასტონ ვილა დაამარცხეს, ხოლო იტალიელებმა ბრიუგეს მოუგეს.


ევროპა ლიგა: ატალანტა V ლევერკუზენი, 22 მაისი (დუბლინი)
კონფერენს ლიგა: ოლიმპიაკოსი V ფიორენტინა, 29 მაისი (ათენი)
ჩემპიონთა ლიგა: დორტმუნდი V რეალი, 1 ივნისი (ლონდონი)