ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა
თარიღი 28 აპრ 2024, 12:43
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა 2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრი, სადაც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ოქრო: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)
ვერცხლი: ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
ბრინჯაო: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ)

დღეს, ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს.