ავტორიზაცია

შახტარმა სუდაკოვის სატრანსფერი ფასი დაასახელა

შახტარმა სუდაკოვის სატრანსფერი ფასი დაასახელა
თარიღი 11 მაი 2024, 12:30
უკრაინის ნაკრებისა და "შახტარის" ნახევარმცველი გეორგი სუდაკოვი სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი ფიგურაა. 

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში გადასვლის ვარიანტები აქვს. 

მის მიმართ ინტერესს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იჩენენ. 

წყაროს ცნობით, უკრაინული კლუბი მზადაა თავისი ვარსკვლავი 70 მილიონ ევროდ გაყიდოს. 

გეორგის "შახტართან" მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის დეკემბრის ბოლომდეა გათვლილი. 

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.