ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა: მაურო იკარდი გალათასარაიში ითამაშებს

შეთანხმება შედგა: მაურო იკარდი გალათასარაიში ითამაშებს
თარიღი 09 ივლ 2023, 14:52
"გალათასარაიმ" "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის თანხა დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი 30 წლის არგენტინელმა "გალათასარაიში" იჯარით გაატარა. 

იკარდიმ "გალათასადაის" შემადგენლობაში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.