ავტორიზაცია

თბილისში ახალი სტადიონი აშენდება, რომელიც 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი

თბილისში ახალი სტადიონი აშენდება, რომელიც 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი
თარიღი 22 აპრ 2024, 14:57
თბილისში უახლოეს მომავალში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და რაგბის და ფეხბურთის მატჩებს უმასპინძლებს და მშენებლობის დასრულების შემდეგ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე შეიტანენ განაცხადს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დინამო არენაზე 2015 წელს უეფას სუპერთასის მატჩი ჩატარდა, სადაც ბარსელონამ სევილია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
temo
ტოპ კომენტარი
0
22 აპრ 2024, 18:30
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დინამო არენაზე 2015 წელს უეფას სუპერთასის მატჩი ჩატარდა, სადაც ბარსელონამ სევილია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. საიდან იგონებთ ამდენ ტყუილს? რაის პენალტების სერია დამატებითი დროის 115 წუთზე პედრიმ გაიტანა გამარჯვების გოლი 5-4. როგორც ამ მატჩზე იტყუებით ისე ააშენებთ სტადიონსაც.მორიგი ტყუილი. როგორც მეტრო დიღომში და ასე შემდეგ.