ავტორიზაცია

თბილისში პირველი მასშტაბური ფესტივალი - „ურბან ფესტი” ჩატარდა

თბილისში პირველი მასშტაბური ფესტივალი -  „ურბან ფესტი” ჩატარდა
თარიღი 22 აპრ 2024, 16:06
თბილისში, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლის პარკირების ტერიტორიაზე, პირველი მასშტაბური ფესტივალი - „ურბან ფესტი” ჩატარდა. შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში - 3x3 ფეხბურთი, 3x3 კალათბურთი, კალათბურთის ჩატენვების კონკურსი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიდბორდი, გორგოლაჭები, მინდვრის ჰოკეი და ტექბოლი, გაიმართა.

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გაფორმებული იყო მუსიკალურად, სხვადასხვა დიჯეის მიერ.ფესტივალში მონაწილეობა მიიღო, ქუჩის სპორტის 10 000-ზე მეტმა მოყვარულმა.

გარდა სპორტული შეჯიბრებებისა,ფესტივალის ფარგლებში,შედგა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

პროექტის მხარდამჭერია - საქართველოს კულტურის ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფესტივალის გენერალური სპონსორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.