ავტორიზაცია

ტეო ერნანდესი ბაიერნის და პრემიერ ლიგის გუნდების სამიზნეა

ტეო ერნანდესი ბაიერნის და პრემიერ ლიგის გუნდების სამიზნეა
თარიღი 22 მარ 2024, 18:18
"მილანის" მცველ ტეო ერნანდესს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის შეცვლის არაერთი ვარიანტი აქვს. 

Relevo-ს ცნობით, 26 წლის ფრანგის მიმართ ინტერესს მიუნხენის "ბაიერნი" და ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი იჩენს. 


ფრანგმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში საერთო ჯამში, 205 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 29 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა გააკეთა.