ავტორიზაცია

ტიაგო სილვა ჩელსის ზაფხულში დატოვებს

ტიაგო სილვა ჩელსის ზაფხულში დატოვებს
თარიღი 22 აპრ 2024, 20:39
ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. 

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, 39 წლის ფეხბურთელი "ჩელსის" დატოვებს. 

სილვა ლონდონურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს. 

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში "ჩელსის" შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც სამი გოლი გაიტანა.