"წყევლა და სტვენა ნორმალურია, პოპკორნის სროლა - არა", - ბრაზილიის მწვრთნელი ნეიმარის ინციდენტზე
ბრაზილიის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა, ფერნანდო დინიზმა, გააკრიტიკა გულშემატკივარი, რომელმაც ნეიმარს პოპკორნი გადააყარა.
ინციდენტი გუშინ ბრაზილია - ვენესუელას მატჩში (1:1) მოხდა, როცა „ალ ჰილალის“ ფორვარდი მინდორს ტოვებდა, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას პოპკორნით სავსე პარკი ესროლა, პასუხად კი ნეიმარისგან შემდეგი რამ მიიღო: „უკანალში გაიკეთე.“
„მას არანაირად არ ვამართლებ, წყევლა და სტვენა - ნორმალურია, მაგრამ პოპკორნით სავსე ცელოფნის სროლა ვერაფერს ვერ მოიტანს. ეს უპატივცმელობაა იმის მიმართ, ვინც სათამაშოდ აქ ჩამოვიდა და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
მეორე, მესამე და მეოთხე გოლის გატანაც შეგვეძლო. მატჩებს ცუდად ვამთავრებთ, გოლი არ უნდა გაგვეშვა.“ - აღნიშნა დინიზმა.