ავტორიზაცია

უნაი ემერი ბაიერნის მწვრთნელის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია

უნაი ემერი ბაიერნის მწვრთნელის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია
თარიღი 21 აპრ 2024, 15:50
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი, ისევე როგორც იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ზერბი, რომელიც "ბრაიტონს" ხელმძღვანელობს, "ბაიერნის" ახალი მწვრთნელის პოსტზე მთავარი პრეტენდენტები არიან. 

ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

თუმცა, როგორც წყარო ხაზს უსვამს, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას დე ზერბის კანდიდატურაში ეჭვი ეპარება და ემერის შანსები უფრო დიდია.