ავტორიზაცია

ვალენსია დუროს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს

ვალენსია დუროს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 10 აპრ 2024, 22:48
ესპანური "ვალენსია" კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავს უგო დუროს ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას შესთავაზებს. ამის შესახებ Relevo წერს. 

ფეხბურთელს "ღამურებთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. 

წყაროს ცნობით, "ვალენსიას" არ მკსწონს, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. 

დურომ მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა.