VIDEO: დღეს ქართველების დღეა! კიტეიშვილმა შტურმთან 2 საგოლე პასი გააკეთა
ავსტრიული ბუნდესლიგის მე-9 ტურში ვენის რაპიდი საკუთარ მოედანზე შტურმთან 0-3 დამარცხდა.
გრაცელთა შემადგენლობაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც 38-ე და 82-ე წუთებზე საგოლე გადაცემები გააკეთა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ამ მოგებით შტურმმა 20 ქულა დააგროვა და 9 ტურის შემდეგ მე-2 პოზიციაზეა.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.