ავტორიზაცია

VIDEO: რისთვის შემოვიდა VAR თუ ისევ შეცდომები უნდა იყოს? - დინამო ბათუმს გოლი თამაშგარიდან ჩაუთვალეს

თარიღი 12 მარ 2023, 23:10
ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩი “დინამო ბათუმსა” და “სამტრედიას” შორის მასპინძელთა მძიმე გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

იმერლები წინ ორჯერ გავიდნენ, ბათუმმა კი ორჯერვე გაათანაბრა და ბოლოს გამარჯვების გოლი ჯოვინომ გაიტანა.

თუმცა თვალსაჩინოა, რომ ბენჟამინ ტეიდის გამათანაბრებელი გოლი აშკარა თამაშგარე იყო.

მსაჯი შეცდა, მაგრამ სად არის ვიდეო-რეფერი, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაინერგა? თითო ტურში VAR მხოლოდ ერთ მატჩზეა, რაც როგორც გამოჩნდა საკმარისი არ არის და დანარჩენ მატჩებში მოთამაშე გუნდები იჩაგრებიან, როგორც ეს დღევანდელ თამაშში მოხდა.