ავტორიზაცია

VIDEO: ზიეჩის ჯარიმების დუბლი, ონანას მორიგი შეცდომები და 3:3 - დიდებული მატჩი თურქეთში

თარიღი 30 ნოე 2023, 01:21
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „მან იუნაიტედმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა გაანიავა.

ტენ ჰაგის გუნდი სტუმრად „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და ჯერ 2:0, შემდეგ 3:1 იგებდა, თუმცა შეხვედრა 3:3 დასრულდა.

„იუნაიტედიდან“ თავი გარნაჩომ, ბრუნო ფერნანდესმა და მაკტომინეიმ გამოიჩინეს, „გალაში“ კი ჯარიმებით დუბლი ზიეჩმა შეასრულა, რაშიც უდიდესი წვლილი ანდრე ონანამ შეიტანა თავისი შეცდომებით.

„გალასაც“ და მან იუნაიტედსაც“ 5 ტურის შემდეგ 5-5 ქულა აქვთ და მე-3 და მე-4 პოზიციებს იკავებენ.