ავტორიზაცია

ვინისიუსი: "კროოსმა საოცარი ასისტი გამიკეთა, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით"

ვინისიუსი: "კროოსმა საოცარი ასისტი გამიკეთა, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით"
თარიღი 01 მაი 2024, 11:27
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ბაიერნს და რეალს შორის (2-2), მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, ვინისიუსმა კომენტარი გააკეთა.

"კროოსმა საოცარი ასისტი გამიკეთა, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით და მოედანზე იდეალურად გამოგვივიდა ყველაფერი - ჩვენ ერთმანეთის ინსტინქტების დონეზე გვესმის."

"განმეორებითი მატჩის წინ კარგად უნდა დავისვენოთ, დღევანდელი შეხვედრა გავაანალიზოთ და სანტიაგო ბერნაბეუზე მოსაგებად გავიდეთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ"
- განაცხადა ვინისიუსმა.