''ცხინვალმა'' ''მიკასთან'' ფრე ითამაშა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

''ცხინვალმა'' ''მიკასთან'' ფრე ითამაშა



ამხანაგურ მატჩში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ''ბასაზე'' ''ცხინვალმა'' სომხეთის ჩემპინატის მონაწილე კლუბ ''მიკასთან'' ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 41-ე წუთზე ''მიკას'' ფეხბურთელმა, იგრ შუმილინმა გახსნა. 78-ე წუთზე სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა ალექსეი კისილოვის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გიორგი ნადირაძემ მოიგერია. მატჩის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე სოსო ჩახვაშვილმა დააფიქსრია. ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ბეჭვაია, გორგიაშვილი, ქარდავა, ლექვთაძე, ქოჩლაძე, ივანიშვილი მეორე ტაიმი: ნადირაძე, ფირცხალავა, ბუთუევი, კაჭკაჭიშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, მახარობლიძე, ქარდავა, ლობჯანიძე, გორელიშვილი, ჩახვაშვილი მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ნინი ვაშაკიძე

ს.კ ''ცხინვალის'' ფოტო 


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები