ტორპედომ გურია გაანადგურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტორპედომ გურია გაანადგურა


ტორპედომ გურია გაანადგურა
6 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის "თეთრი ჯგუფის" მე-11ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში, ადგილობრივ "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის გაიმართა. კახა ჩხეტიანის შეგირდებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 მოიგეს.

მასპინძლების აქტიურმა დასაწყისმა შედეგი მე-11 წუთისთვის გამოიღო. ოლეგ მამასახლისმა პენალტით გურულთა კარის ბადე შეარხია.

მეორე ტაიმის დასაწყისში 49-ე წუთზე ბექა ტუღუშმა ულამაზესი გოლით "ტორპედო" ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. 78-ე წუთზე რიონისპირელთა უპირატესობა კომფორტული იყო. იმერლების ვეტერანმა ნახევარმცველმა, შოთა ბაბუნაშვილმა რატი იმერლიშვილს გაუტანა, ხოლო 2-წუთიან მონაკვეთში, 82-ე და 84-ე წუთებზე თორნიკე კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და "ტორპედოს" აქტივში საჭირო 3 ქულა ჩაწერა.

მე-11 ტურის შემდეგ 12 ქულით" ტორპედო" "თეთრ ჯგუფში" მეოთხე ადგილზეა, ხოლო "გურიას" 11 ქულა აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები