ტრანსფერები | transferebi | transfers » გვერდი 503

ბეილის სურათი "ტოტენჰემის" ოფიციალური თვითერიდან აიღეს

უელსელი ფეხბურთელი სულ უფრო და უფრო უახლოვდება მადრიდის "რეალს". დღეს საღამოს, ლონდონის "ტოტენჰემის" ოფიციალურ თვითერზე გარეთ ბეილის ფონი მოხსნეს და ახლით ჩაანაცვლეს. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით იმაზე მიუთითებს, რომ ინგლისში ბეილის ტრანსფერს უკვე შეეგუენ.

5-08-2013, 22:30

"რეალმა" კოენტრაოს შემცვლელი "გრანადაში" იპოვნა

"ბლანკოსს" ბრაზილიელი ფულბეკი გილერმე სიკუეირა მოუნდა. "რეალი" დიდი ხანია, რაც პორტუგალიელი მარცხენა მცველის, ფაბიო კოენტრაოს გასხვისებაზე ფიქრობს, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი წლის წინ გადაბარგდა, თუმცა მასზე დამყარებული იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. სწორედ ამიტომ, "თეთრებმა" "ბენფიკას ...

5-08-2013, 21:44

"მონაკოს" ამელია მოუნდა

კლაუდიო რანიერის თავისი გუნდის რიგებში "მილანის" გოლკიპერის ხილვა სურს. "როსონერის" შემადგენლობაში 31-წლის მარკოს მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ პირველ ნომრად კრისტიან აბიატი რჩება, მისი შემცვლელი კი ბრაზილიელი გაბრიელი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ...

5-08-2013, 21:30

ოფიციალურად: სოლდადო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

ესპანელი ფორვარდი, როგორც იქნა, ლონდონურ კლუბს შეუერთდა. "დეზების" ოფიციალური საიტი სიხარულით იუწყება, რომ აწ უკვე "ვალენსიას" ექს-ფეხბურთელმა, რობერტო სოლდადომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა. მიუხედავად ამისა, 28-წლის ბომბარდირის გარიგების დეტალები ჯ ...

5-08-2013, 18:26

რემი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნიუკასლში ჩავიდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს "სენტ-ჯეიმს პარკზე" გადაბარგებასთან ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, რომ "ქუინზ პარკ რეინჯერსის" თავდამსხმელი ლოიკ რემი დღეს "ნიუკასლში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვარაუდობენ, რომ "კაჭკაჭებ ...

5-08-2013, 16:33

"ბარსელონა" დავიდ ლუისის შეძენის იმედს არ კარგავს

ამ კვირაში კატალონიური გრანდი ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაახლებს. ბრიტანული პრესა წერს იმის შესახებ, რომ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები "ჩელსის" ცენტრალური მცველის შეძენას კვლავ ეცდებიან. ცოტა ხნის წინ, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ დაადასტურა ...

5-08-2013, 16:01

"ემიუს" კიდევ ერთი უარი "ჩელსის"

"წითელმა ეშმაკუნებმა" კვლავ დაადასტურეს, რომ თავიანთ ლიდერთან განშორებას არ აპირებენ. The Telegraph იტყობინება, რომ "ჩელსიმ", 27-წლის ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებით, მორიგი შეთავაზება გააკეთა, რომელმაც 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. მაგრამ, ტრანსფერი პირადად "ემიუს" მენე ...

5-08-2013, 15:17

სუბისარეტა: "ემიუ" სესკის ხელში ჩაგდებას აღარ ეცდება

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ "წითელმა ეშმაკუნებმა" ესპანელი ნახევარმცველის გადაბირება ვერ მოახერხეს. უკვე დიდი ხანია, რაც ვრცელდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სესკ ფაბრეგასის შეძენას ცდილობს, "ბარსელონა" კი თავისი ფეხბურთელის გასხვისებაზე მუდმივ ...

5-08-2013, 15:00

როჯერსი "არსენალის" მიერ სუარესის ყიდვის მცდელობებით აღშფოთებულია

"ლივერპულის" მენეჯერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავისი გუნდის ლიდერის ლონდონში გაშვებას არ აპირებს. "არსენალს" პატივს ვცემ, რადგან ძალიან მაღალი დონის მეტოქეა, თუმცა აღშფოთებული ვარ იმით, რომ ისინი ლუის სუარესის შეძენას ცდილობენ". "მჯერა, ძალიან მალე, ისინი ლუისისადმი ჩვენს პოზიციას კარ ...

5-08-2013, 14:51

"ფიორენტინა" ლიაიჩის "მილანში" გაშვებაზე უარს აცხადებს

კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. "მილანმა" "ფიორენტინას" 21-წლის ნახევარმცველ ადემ ლიაიჩთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, და ვითომდა, "იებს", ახალგაზრდა სერბის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, რვა მილიონი ევროს ფარგლებში. გუშინ, ფლორენციული ...

5-08-2013, 13:33

"ბარსელონა": მესის ტრანსფერი? 580 მილიონი გაამზადეთ!

კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს სატრანსფერო ფასი დაადო. "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკის კომენტირებისას, კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ყველა დაარწმუნა იმაში, რომ არგენტინელი ფორვარდ ლიონელ მესის ხელში ვერცერთი გრანდი ვერ ჩაიგდებს. და არ ...

5-08-2013, 00:01

"რეალი" სუარესს მიუახლოვდა

ზაფხულის ერთ-ერთი დიდი ხნის მოსალოდნელი ტრანსფერი შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში განხორციელდეს. ბრიტანული ტაბლოიდები იუწყებიან, რომ "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამტანი ფორვარდების უკმარისობით ძალიან შეშფოთებულია და უკვე მომდევნო კვირაში "ბლანკოსმა", იტალიელი სპეციალისტის მოთხოვნ ...

4-08-2013, 23:49

"ტოტენჰემი" კოენტრაოს ყიდულობს?

პორტუგალიელი მცველი "ნისლიან ალბიონზე" გადაბარგებასთან ახლოსაა. ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველი ფაბიო კოენტრაო ამ ზაფხულს "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებს, და "ტოტენჰემში" გადაბარგდება, სადაც ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა ძალი ...

4-08-2013, 23:40

როსელი "ემიუს" სესკის შეძენის მცდელობების შეწყვეტას სთხოვს

"ბარსელონას" პრეზიდენტს არ უნდა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს მოაცილონ. უკვე რამოდენიმე კვირაა "ემიუ" სესკ ფაბრეგასის ყიდვას ცდილობს და "ბარსელონას" სამი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა, რასაკვირველია, სამჯერვე უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრ ...

4-08-2013, 23:15

ჟერვინიო თითქმის რომაელია

იტალიელები "არსენალს" 26-წლის კოტ'დივუარელის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ. უახლოეს დროში "არსენალის" ფორვარდ ჟერვინიოს რომის "რომაში" ტრანსფერი უნდა განხორციელდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა რვა მილიონი ფუნტი უნდა შეადგინოს. ...

4-08-2013, 18:18

კომპანი - "ბარსელონას" სათადარიგო ვარიანტი

კატალონიელები დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერების ვარიანტებს ეძებენ. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც "ბარსელონა" დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერებას ცდილობს. თავდაპირველად კატალონიელებისთვის იდეალური ვარიანტი ტიაგო სილვა იყო, თუმცა, ამ უკანასკნელმა "პსჟ"-ში დარჩენა გადაწყვიტა. ახლა კი, "ბარსა" "არი ...

4-08-2013, 18:14

ვენგერმა დაადასტურა: სუარესის ტრანსფერზე შეთავაზება გაკეთდა

"მეთოფეების" თავკაცმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, "წითლებს" ოფიციალური წინადადებით მხოლოდ ერთხელ მიმართა. "აქამდე არასდროს მითქვამს, რომ სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება გავაკეთეთ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ "ლივერპულს" ოფიციალურად მივმართეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. იმ შემთხვევაში ...

4-08-2013, 17:44

პეპე "რეალის" დატოვებას არ გამორიცხავს

მადრიდელთა პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა შესაძლოა ამ სეზონში კლუბი გამოიცვალოს. 2007 წლიდან მოყოლებული პეპე "რეალის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მიუხედავად ამისა, ამ ზაფხულს გაჩნდა ჭორები, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა მადრიდი დატოვოს და "სიტიში" გადაბარგდეს. "ევერტონთან" გამართული ამხანაგურ ...

4-08-2013, 15:34

"იუვენტუსი" - "რეალის" კონკურენტი კონდოგბიასთვის ბრძოლაში

"სევილიას" ფრანგი ნახევარმცველისადმი ინტერესს ევროპული კლუბები იჩენენ. ივლისის თვის ბოლო რიცხვებში პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალი" ანდალუსიური კლუბის 20-წლის ტალანტის შეძენას გეგმავს. კონდოგბიას სანაცვლოდ "თეთრები" მზად არიან 12 მილიონი ევრო გადაიხადონ. გარდა "რეალისა ...

4-08-2013, 13:38

"ჩელსი" კვლავ მზადაა რუნის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაიხადოს

ლონდონური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს არ ეშვება. "ჩელსის" "წითელი ეშმაკუნებისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, უეინ რუნის შეძენა უნდა. "არისტოკრატებმა" "ემიუს" რუნის ტრანსფერთან დაკავშირებით ორჯერ ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს, და ორჯერვე უარი მიიღეს. Daily M ...

4-08-2013, 13:31

ვის ყიდვას შეძლებს "ტოტენჰემი" 85 მილიონ ფუნტად?

ბრიტანული ტაბლოიდი Metro, გარეტ ბეილის გაყიდვის შემდეგ, "დეზების" გაძლიერების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. დღე-დღეზე უელსელი ვინგერის "რეალში" ტრანსფერი უნდა განხორციელდეს, რომელიც მადრიდელებს 85 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. ინგლისში კი უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ "ტოტენჰემი" რომელი ფეხბურ ...

4-08-2013, 13:22

დემპსი "სიეტლში" გადადის

"ტოტენჰემის" ნახევარმცველი უახლოეს დროში MLS-ში უნდა გადაბარგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა ფეხბურთელმა, კლინტ დემპსიმ "სიეტლ საუნდერსთან" პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. "ტოტენჰემი" კი 30-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. შეგახსენებთ, "დეზებ ...

3-08-2013, 16:48

"ბაიერნი" შაკირის "შალკეში" არ გაუშვებს

მიუნხენელებმა თავიანთი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს. Bild იტყობინება, რომ გელზერკირხენელებმა "ბაიერნს" შვეიცარიელი ნახევარმცველის, ხერდან შაკირის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებით მიმართეს. მაგრამ, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ამ თემაზე მოლაპარაკებების გამართ ...

3-08-2013, 16:40

ბენიტესი: პატარა "ლივერპული" ნეაპოლში

ნეაპოლელებიის თავკაცს ხავიერ მასკერანოსა და მარტინ შკრტელის ყიდვა უნდა. შეგახსენებთ, "ლივერპულიდან" "ნაპოლიში" არენდის წესით უკვე გადაბარგდა პეპე რეინა, თუმცა ბენიტესს კიდევ რამოდენიმე თავისი ყოფილი შეგირდის გაფორმება სურს. Il Mattino იტყობინება, რომ ესპანელ სპეციალისტს "ბარსელონა ...

3-08-2013, 16:34

"ატლეტიკო" - "ლივერპულს": დიეგო კოსტა არ იყიდება

ინგლისურ კლუბს მადრიდელების ბრაზილიელი თავდამსხმელის შეძენა სურს. "წითლები" მზად იყვნენ კოსტას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაეხადათ. რის შესახებაც გუშინ პრესამ შეგვატყობინა. დღეს კი, "ლივერპულმა" პასუხი მიიღო. "ატლეტიკოს" პრესსამსახურის ცნობით, "ლივერპულისგან" ესპანურ კლუბს შეთავაზება არ მ ...

3-08-2013, 16:11

"რეალი" რონალდუს "ემიუში" ყიდის?

პორტუგალიელი ფორვარდი ისე, როგორც არასდროს, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ბრიტანული გამოცემები თითქმის სენსაციურ სიახლეს ავრცელებენ - ბოლო ორი კვირის განმავლობაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" პორტუგალიელი ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით, აქტიურ მოლა ...

3-08-2013, 15:53

"ლიონი" გომისს "ნიუკასლში" უშვებს

"კაჭკაჭებმა" ფორვარდთან და აწ უკვე მის ყოფილ კლუბთან შეთანხმებას მაინც მიაღწიეს. "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა აცხადებს, რომ კლუბმა "ნიუკასლთან" 27-წლის თავდამსხმელის, ბატეფიმბი გომისის ტრანსფერი შეათანხმა, რომელსაც ფრანგებთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურებოდა. "გარიგების ფინანსური ...

3-08-2013, 15:43

ვენგერი: "ბეილის ტრანსფერი - სულელური ხუმრობაა"

ფრანგ სპეციალისტს ეჭვი ეპარება იმაში, რომ "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის პოტენციური გარიგება ევროპულ ფეხბურთზე დადებით გავლენას იქონიებს. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა გამოთქვა საკუთარი აზრი, რომ "ტოტენჰემის" ნახევარმცველის, გარეტ ბეილის "რეალში" გადასვლა, რომელიც შესაძლოა ეს ...

3-08-2013, 15:31

რონალდინიოს თურქეთში იწვევენ

ბრაზილიელ ნახევარმცველს "ბეშიქთაში" საკმაოდ საინტერესო წინადადებას სთავაზობს. გასული სეზონი 33-წლის რონალდინიოსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - ფეხბურთელმა, რომელზეც თავის დროზე "ბარსელონამ" უარი განაცხადა, "ატლეტიკო მინეიროს", კლუბის ისტორიაში პირველად, კოპა ლიბერტადორესი მოაგებინა. რონ ...

3-08-2013, 14:38

"ინტერი" ორ ბრაზილიელს აკვირდება

იტალიურ კლუბს გუნდის გაძლიერება უოლესისა და ველინგტონის ხარჯზე სურს. უოლესი, რომელიც მარჯვენა მცველია და "ჩელსის" ეკუთვნის, "ინტერი" მის არენდით აყვანას აპირებს. 19-წლის უკანახაზელმა ბოლო ექვსი თვე ბრაზილიურ "ფლუმინენსეში" გაატარა. "არისტოკრატებმა" უოლესი სწორედ "ფლუმინენსესგან" შეიძინეს, 4,7 ...

3-08-2013, 14:26

ყველა სიახლე

ცხრილები