ავტორიზაცია

მასტერ ლიგის ნაკრები მოლდოვეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

მასტერ ლიგის ნაკრები მოლდოვეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
თარიღი 07 მაი 2024, 14:56
betlive მასტერ ლიგის ნაკრები International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის (6x6) ევროპის თასზე იასპარეზებს, რომელიც ქალაქ კიშინიოვში, 8-12 მაისს გაიმართება. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის,
თურქეთისა და მოლდოვის ნაკრებებთან ერთად მოხვდა და ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:

8 მაისი 16:00 - საქართველო vs თურქეთი
9 მაისი 00:00 - პორტუგალია vs საქართველო
10 მაისი 21:00 - მოლდოვა vs საქართველო
საქართველოს ნაკრების თამაშების ნახვა პირდაპირ ეთერში შესაძლებელი იქნება
International Socca Federation-ის იუთუბ არხსა და Master League-ს ფეისბუქ
გვერდზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1. გიორგი ნადირაძე (თბილისის მერია)
3. ნიკა მნათობიშვილი (კრისტალბეთი)
4. მიხეილ თოფურია (თბილისის მერია)
6. ერეკლე სულთანიშვილი (კავკასიის ავტოიმპორტი)
7. გიორგი ქურდაძე (თბილისის მერია)
9. გიორგი ჯინიკაშვილი (თბილისის მერია)
10. ნიკა ძალამიძე (ბრიჯი)
12. ნიკოლოზ შურღაია (კავკასიის ავტოიმპორტი)
13. ემზარ ნადირაძე (ბრიჯი)
18. გიორგი ნაფიშვილი (ჭაბონამა)
20. ოთარ ხუციშვილი (თბილისის მერია)
22. გიორგი ნავალოვსკი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)
24. გიორგი ივანიშვილი (ბრიჯი)

შეგახსენებთ, რომ SMH Sports-ი მასტერ ლიგის პარტნიორია.

International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას. გასულ წელს betlive მასტერ ლიგის ნაკრები მესამე ადგილისთვის თამაშში ხორვატიასთან მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა, მეოთხე ადგილი დაიკავა და გერმანიის ქალაქ ესენში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ტურნირის ბომბარდირი კი ქართველი ფეხბურთელი ლევან ჩიხრაძე გახდა.