ავტორიზაცია

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი იპოვა

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი იპოვა
თარიღი 07 მაი 2024, 13:07
იტალიური "ნაპოლი" ვიქტორ ოსიმენს შემცვლელს ეძებს. 

შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეის" საუკეთესო ბომბარდირი, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ნეაპოლურ გუნდს დატოვებს. 

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ნაპოლი" "ჯენოას" თავდამსხმელის ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთო. 

გუდმუნდსონმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა.