ავტორიზაცია

საქართველოს დრაგ რეისინგის სერიების გახსნითი შეჯიბრი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება

საქართველოს დრაგ რეისინგის სერიების გახსნითი შეჯიბრი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება
თარიღი 17 მაი 2024, 23:52
კვირას, 19 მაისს საქართველოს დრაგ რეისინგის სერიების გახსნითი შეჯიბრი გაიმართება, რომელსაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი უმასპინძლებს.

"ღონისძიების მთავარი მიზანია ქუჩის რბოლების აღკვეთა და უსაფრთხო, ორგანიზებულ გარემოში გადმოტანა. ტრიბუნა ყოველთვის სავსეა, რადგან ახალგაზრდების მხრიდან დრაგის მიმართ დიდი ინტერესია. ამას ემატება VIP პარკინგზე განლაგებული სუპერქარები და სპორტული ავტომობილები, რომლის ერთად ნახვაც ჩვენი ღონისძიების მიღმა შეუძლებელია. ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს 100–მდე მომზადებული – საქართველოს თუ მეზობელი ქვეყნების უსწრაფესი ავტომობილი" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

2024 წლის დრაგ რეისინგის ჩემპიონატის ორგანიზატორი BMW Club Georgia იქნება, სეზონის წარმდგენი betlive არის, ხოლო გენერალური სპონსორი თბილისის მერია. ჩემპიონატი ტარდება 2 ეტაპად, 6 კლასში – ამძრავი თვლების მიხედვით: წინა ამძრავი, უკანა ამძრავი, 4x4 და 3 კლასი ძრავის მიხედვით.

SMH Sports საქართველოს დრაგ რეისინგის სერიების მხარდამჭერია, ხოლო Goal.ge და lagazzetta.ge მედია პარტნიორი.

პირველი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კვირას, 19 მაისს 14 საათზე დაიწყება.