ქართველთა რუსულ-უკრაინული ამბები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ქართველთა რუსულ-უკრაინული ამბები


ქართველთა რუსულ-უკრაინული ამბები

რუსეთის ჩემპიონატში ქართველთა გუნდების დიდმა ნაწილმა კი მოიგო, მაგრამ მთავარი მატჩი კრასნოდარში შედგა, სადაც თორნიკე ოქრიაშვილის გუნდი შინ 0:2 დამარცხდა ზენიტთან. არადა, კრასნოდარელთა მოგების შემთხვევაში ცხრილში სიტუაცია ძალიან იძაბებოდა.

თორნიკე მოედანზე 75-ე წუთზე შეუშვეს, როდესაც 0:2 აგებდა და მატჩიც ასე დასრულდა.

სოლომონ კვერკველიას ლოკომოტივმა კი დიდი ბრძოლა გადაიტანა როსტოვში, სადაც ბოლო წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ამავე ანგარიშით მოიგო ჯიმი ტაბიძის უფამ, ვისი მეტოქეს გია გრიგალავას არსენალი იყო. გრიგალავას ტრავმა აქვს და განაცხადშიც არ ყოფილა, ხოლო ტაბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

11 ტურის შემდეგ ლოკომოტივი მეორე ადგილზეა, კრასნოდარი _ მესამეზე, უფას მე-10 პოზიცია უკავია, ხოლო არსენალს _ მე-11.

უკრაინის ჩემპიონატში ალექსანდრე კობახიძის ვორსკლა შინ დაუხვდა ზორია ქულა 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა _ 1:1. ჩვენებური განაცხადშიც არ ყოფილა.

ვორსკლა უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები