თამაშების განრიგი


ალიანს რივიერა

ქალაქი: ნიცა
აშენების თარიღი: 2013
ტევადობა: 35 624
მინდვრის ზომები: 105X68

ალიანს რივიერა არის მეორე სტადიონი, რომელიც სპეციალურად ევრო 2016–სთვის აშენდა. სტადიონი შედგება სამი იარუსისგან, 27 000 ადგილი პირველი ორი იარუსისთვისაა განკუთვნილი ხოლო, 8000 – ზემოთა იარუსისთვის. სტადიონზე 3 612 ბიზნეს–კლასის ადგილია, 400 ვიპ–ადგილი და აგრეთვე 198 ადგილი პრესის წარმომადგენლებისთვის. აღსანიშნავია, რომ სტადიონის ინფრასტრუქტურის მიხედვით, წვიმის წყალი გროვდება და ხმარდება გაზონის მორწყვას.

ამ სტადიონზე ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრა გაიმართება: პოლონეთი – ჩრ.ირლანდია; ესპანეთი – თურქეთი; შვედეთი – ბელგია და აგრეთვე ერთი მერვედფინალური მატჩი.

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა