» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები


ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

ამ კვირის დასაწყისში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ისე, როგორც ბოლო წლებში, თავიდანვე ძალიან საინტერესო წყვილები მივიღეთ.

ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ერთი და იგივე დაპირისპირებები ხშირად მეორდება და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი იქნება. "პსჟ-ბარსელონასა" და "ბაიერნი-არსენალის" თამაშები უკვე მომაბეზრებელიც კი გახდა, მაგრამ მათში საკმაოდ დიდი ინტრიგა დევს.

თუმცა, რვავე წყვილში შეიძლება საინტერესო დეტალის მოძებნა, რომელიც თითოეულ შეხვედრას დამატებით ინტერესსა და დაძაბულობას შემატებს. ახლა სწორედ ამ ინტრიგებზე ვისაუბრებთ.

ჩაიდენს მონაკო მორიგ სასწაულს?
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

პეპ გვარდიოლამ თავის კარიერაში ჯგუფური ეტაპი პირველად ვერ მოიგო, მაგრამ ფლეი-ოფის პირველ სტადიაზე უძლიერეს მეტოქეს მაინც ასცდა. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ "მონაკო" საჩუქარი და იოლი ბარიერია. ბოლოს, როდესაც ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იასპარეზა, ისინი ასევე გახსნილ და შემტევ ინგლისურ გუნდს შეხვდნენ, რომელმაც ქვეჯგუფი, "სიტის" მსგავსად, მეორე პოზიციაზე დაასრულა. 2015 წლის თებერვალში ლონდონის "არსენალთან" გასვლით შეხვედრაში ფრანგებმა ყველა გააოცეს, 3:1 იმარჯვეს და მიუხედავად საშინაო მარცხისა (0:2) მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდნენ. საინტერესოა "მონაკოს" კვლავ თუ გამოუვა ინგლისური კლუბის გაოცება, თანაც ახლა ჟარდიმის გუნდი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება და რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ორი წლის წინ.
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

2014/15 წლების სეზონში "მონაკომ" ჩემპიონთა ლიგაზე დაცვითი, ორგანიზებული და კონტრშეტევითი ფეხბურთი ითამაშა, რომლითაც დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, მიმდინარე კამპანიაში ჟარდიმს სულ სხვა სტილის გუნდი ჰყავს, რომელიც ცენტრში ბურთს იჭერს, კარგ და სწრაფ კომბინაციებს ათამაშებს და რაც ყველაზე მთავარია, უამრავი გოლი გააქვს. ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი გუნდი სწორედ "მონაკოა", რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის 17 ტურში 53 გოლი გაიტანა - ფენომენალური მაჩვენებელი! კოლუმბიელი რადამელ ფალკაო დიდებულ ფორმაშია და ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე დაიწყო. ერთი შეხედვით, ასეთი "მონაკო" გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთვის" მისაღები მეტოქეა, მაგრამ ლეონარდო ჯარდიმს მეორე ნომრად თამაში, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია. ფრანგული კლუბი ახლა უფრო მრავალფეროვანი და სახიფათოა, ამიტომ მანჩესტერელებს საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელით.

კალეხონი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნდება
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

მადრიდის "რეალს" შესაძლოა ამჯერადაც გაუმართლა, მაგრამ "სან პაოლოზე" თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. თუმცა, ამ დაპირისპირების მთავარი ინტრიგა ნეაპოლური კლუბის ესპანელი ვინგერი, ხოსე კალეხონი გახლავთ, რომელიც თავის ყოფილ კლუბს შეხვდება. ხოსე "სამეფო კლუბის" აღზრდილია და მადრიდი 2013 წელს დატოვა, როდესაც იტალიაში გადაბარგდა. "ბლანკოსში" მასზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მან ზეწოლას ვერ გაუძლო და "რეალმაც" ჩათვალა, რომ კალეხონი თეთრი მაისურის ტარების ღირსი არ იყო. ნეაპოლში კი ესპანელმა თავი იდეალურად დაიმკვიდრა და ახლა გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. კალეხონი დიდებულ ფორმაშია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "რეალს" საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ესპანურ გრანდს ყოფილი მოთამაშეები ცუდად ჰყავს დაცდილი.

2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ფერნანდო მორიენტესმა, რომელიც ოფიციალურად მადრიდის "რეალის" მოთამაშე იყო, "სამეფო კლუბი" "მონაკოს" მაისურით გაამწარა და საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანა. საბოლოოდ, კარლოს კეირუშის ვარსკვლავური გუნდი ტურნირს მიღმა დარჩა. სეზონის ბოლოს კი მორომ "რეალი" დატოვა. ანალოგიური ისტორია განმეორდა 2014/15 წლების სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსმა" ნახევარფინალში შეაჩერა და გადამწყვეტი ბურთი, საპასუხო შეხვედრაში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", ალვარო მორატამ გაიტანა. ახლა კი კალეხონის ჯერია, რომელიც მორიენტესისა და მორატას მსგავსად, "სამეფო კლუბის" აღზრდილია, თავდამსხმელია, ესპანელია და თანაც ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. ვნახოთ მადრიდულ გრანდს კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე თუ გაამწარებს.

ტუხელის მორიგი პორტუგალიური თავგადასავალი
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

ტომას ტუხელი დორტმუნდის "ბორუსიაში" თავის მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს, მაგრამ მერვედფინალში უკვე მესამე პორტუგალიურ გრანდს დაუპირისპირდება. გასულ სეზონში, ევროპის ლიგის 1/32 ფინალურ ეტაპზე, "ყვითლებმა" "პორტუ" ორჯერ დაამარცხეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ლისაბონის "სპორტინგს" აჯობეს. ტუხელს პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს და ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება. "პორტუსა" და "სპორტინგის" შემდეგ, დორტმუნდელები ლისაბონის "ბენფიკას" შეხვდებიან, რომელიც ამ სეზონში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. თუმცა, იდეალური არც "ბორუსიას" თამაშია, რომელსაც "სპორტინგმა" საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა და გერმანიაში აჯობა კიდეც. რა თქმა უნდა, არავინ იცის რა მდგომარეობაში იქნებიან გუნდები ორი თვის შემდეგ, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიას", ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო გამოცდა ელის, მაგრამ ტომას ტუხელს პორტუგალიური გრანდების დამარცხების გამოცდილება უკვე აქვს, რაც ერთგვარი უპირატესობაა. ვნახოთ გაგრძელდება თუ არა მისი იდეალური სერია.

კვლავ გაურთულებს ბაიერი ატლეტიკოს საქმეს?
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

2014/15 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლევერკუზენის "ბაიერმა" და მადრიდის "ატლეტიკომ" საოცარი დაპირისპირება გამართეს, რომელიც "ვისენტე კალდერონზე", პენალტების სერიაში, გადაწყდა. როჯერ შმიდტის გუნდმა "როხიბლანკოს" საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა. ორივე თამაში მასპინძლის მინიმალური გამარჯვებით (1:0) დასრულდა, საფეხბურთო ლატარეა კი არანორმალურად დრამატული გამოვიდა. საბედისწერო თერთმეტმეტრიანი შტეფან კისლინგმა გააფუჭა და ესპანელებმა 3:2 იმარჯვეს. დიეგო პაბლო სიმეონემ "ბაიერის" ლაღ, სწრაფ დ თავისუფალ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირდა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორებას ახლა ეცდება. ამ გუნდების გზა კვლავ მერვედფინალში გადაიკვეთა და საინტერესოა ლევერკუზენულ კლუბს ამჯერად თუ გამოუვა სერიოზული ბრძოლის შეთავაზება. სეზონის ამ ეტაპზე ფორმაში არცერთი გუნდი არ არის, მაგრამ თებერვლამდე დრო საკმაოდ ბევრია. იმედია, "ატლეტიკოს" მორიგი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს და "ბაიერი" ღირსეულად იასპარეზებს.

რას შემოგვთავაზებს ინგლისის ჩემპიონი?
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა კლაუდიო რანიერის "ლესტერ სიტია" - ტურნირის დებიუტანტი და ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარა. "მელიებს" ეროვნულ ჩემპიონატში სერიოზული პრობლემები აქვთ, სამაგიეროდ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობენ. ბოლო ტურში "პორტუსთან" სამარცხვინო მარცხი არაფერს ნიშნავს, რადგან "ლესტერს" უკვე პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. აშკარაა, რომ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი აქცენტს სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს, რაც სავასებით მართებული გადაწყვეტილებაა. გარდა იმისა, რომ "ლესტერ სიტი" ასეთ დიდ ტურნირზე ისტორიაში პირველად გამოდის და მთამაშეები მინდორზე სულ სხვა განწყობით გადიან, ჩემპიონთა ლიგაზე შორს გასვლა კლუბს ფინანსურად დაეხმარება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თანაც, "მელიებს" ჯერ ბედიც წყალობთ და დიდი ევროპული გუნდი არ შეხვედრიათ. მომდევნო მეტოქე ევროპის ლიგის ბოლო სამგზის გამარჯვებული და ძალიან საინტერესო "სევილიაა", რომელსაც ხორხე სამპაოლის ხელში თითქმის ყველაფერი შეუძლია. ასე, რომ "ლესტერს" სერიოზული გამოცდა ელის, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსები აქვს. ვნახოთ რას შემოგვთავაზებს კლაუდიო რანიერი, რომელიც ინგლისური კლუბით ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ერთხელ უკვე არის ნამყოფი და 2004 წელს "ჩელსი" ნახევარფინალამდე მივიდა. ისე, როგორც "მელიები", "არისტოკრატებიც" მაშინ ტურნირის დებიუტანტები იყვნენ.

კასილასი და ბუფონი - კვლავ ერთმანეთის პირისპირ
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

მერვედფინალური კენჭისყრის დროს ალბათ ბევრს უნდოდა, რომ ერთმანეთს "პორტუ" და ტურინის "იუვენტუსი" შეხვედროდნენ, რადგან ეს იკერ კასილასისა და ჯანლუიჯი ბუფონის მორიგი დაპირისპირების ხილვის საბაბს იძლეოდა. საბედნიეროდ, ფეხბურთის გულშემატკივარს ბედმა გაუღიმა და "ბიანკონერი" სწორედ პორტუგალიურ კლუბს შეხვდა. სავარაუდოდ, მასიმილიანო ალეგრი წილისყრით კმაყოფილი დარჩა, რადგან იტალიური კლუბი ფავორიტია, მაგრამ მატჩის მთავარი ინტრიგა თანამედროვეობის ორი უძლიერესი გოლკიპერის მორიგი გადაკვეთა იქნება. იკერ კასილასი და ჯანლუიჯი ბუფონი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს მრავალჯერ დაუპირისპირდნენ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზეც, მაგრამ ახლა ერთი განსხვავებაა - იკერი "სამეფო კლუბის" ღირსებას აღარ იცავს. მათი პირველი შეხვედრიდან 13 წელიწადზე მეტი გავიდა, ბუფონი კვლავ იქ არის, სადაც მაშინ, კასილასი კი "პორტუს" ღირსებას იცავს. შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშების ყურება, მხოლოდ იკერისა და ჯიჯის გამო ღირს. ეს ორი ლეგენდა კვლავ ერთმანეთს პირისპირ აღმოჩნდება.

დაეხმარება უნაი ემერის ესპანური გამოცდილება?
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

"პსჟ-სა" და "ბარსელონას" გზები ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ბოლო სამ-ოთხ წელიწადში უკვე მესამედ გადაიკვეთა. თუმცა, აქამდე კატალონიური გრანდი პარიზულ კლუბს მეოთხედფინალში ამარცხებდა, ახლა კი ამის გაკეთებას მერვედფინალურ ეტაპზე ეცდება. "პსჟ" მიმდინარე სეზონში სულ სხვა გუნდია, რაც მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლით არ არის გამოწვეული. ფრანგული კლუბი, რომელიც ბოლო პერიოდში ეროვნულ ჩემპიონატში სრული დომინანტი იყო, უნაი ემერიმ ჩაიბარა, ბევრი რამ შეცვალა და ახლა "პსჟ" არც ისე დამაჯერებელია, როგორც წინა წლებში. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გამოჩნდა, რომლის ბოლო ტურში პარიზელებმა "ლუდოგორეცი" ვერ დაამარცხეს, პირველი ადგილი დაკარგეს და შედეგად მერვედფინალში "ბარსა" მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ-მ" საკუთარი პოზიციები ლიგა 1-შიც კი დაკარგა, ემერი საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია და მის იდეოლოგიას ფეხბურთელები ნელ-ნელა ითავისებენ. აშკარაა, რომ იბრას წასვლა, ედინსონ კავანის ძალიან მოუხდა და ურუგვაელს გოლი გოლზე გააქვს. გუნდი კი იხვეწება და ყოველი კვირის შემდეგ უახლოვდება იმ თამაშს, რომელსაც "პსჟ-სგან" გულშემატკივარი მიეჩვია.

ამ დაპირისპირების მთავარი ინტრიგა კი ემერის ესპანური ფესვებია, რომელიც პარიზულ კლუბს უფრო მეტ იმედს აძლევს, ვიდრე ამ გუნდების ბოლო შეხვედრის დროს. 2014/15 წლების სეზონში ლუის ენრიკეს გუნდმა "პსჟ" არც შეიმჩნია და ორივე მატჩი ძალიან დიდი უპირატესობით მოუგო. საინტერესოა ამჯერად რა მოხდება. ემერი ესპანეთში ცხრა წელიწადი მუშაობდა და "ბარსელონას" წინააღმდეგ უამრავი თამაში აქვს ჩატარებული. თუმცა, სტატისტიკა კატასტროფულია - ესპანელ სპეციალისტს "ბლაუგრანა" ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული, "სევილიაში" მუშაობის პერიოდში. მიუხედავად ამისა, ის მეტოქეს მაინც კარგად იცნობს და ეცდება, რომ ეს გამოცდილება სათავისოდ გამოიყენოს. რამდენად გამოუვა ამის გაკეთება, ამას თებერვალსა და მარტში გავიგებთ.

გატეხავს ნავსს არსენ ვენგერი?
ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალის მთავარი ინტრიგები

უკვე ექვსი სეზონია ლონდონის "არსენალი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირს ფლეი-ოფის სტადიას პირველივე ეტაპზე ანუ მერვედფინალში ეთიშება. ამის მთავარი მიზეზი კი ფატალური უიღბლობაა, რომლის გამოც "მეთოფეებს" უბრალოდ ხელ-ფეხი ეკვრებათ. ექვსიდან ორ შემთხვევაში "არსენალი" კატალონიის "ბარსელონამ" გამოაგდო, ორჯერ კი მიუნხენის "ბაიერნმა". ამჯერად ლონდონურმა გუნდმა ჯგუფი მოიგო, მაგრამ ბედმა კვლავ ზურგი აქცია და მეტოქედ ისევ მიუნხენური გრანდი არგუნა. ბევრისთვის ეს სასაცილოა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არსენ ვენგერისთვის. ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტისთვის მერვედფინალური ბარიერის დაძლევა უკვე პრინციპის საკითხი გახდა და მოახლოვებული თამაშების მთავარი ინტრიგაც სწორედ ეს არის. დასრულდება თუ არა "არსენალის" ექვსწლიანი წარუმატებელი სერია? მოახერხებს თუ არა ვენგერი ნავსის გატეხვას?

რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტის "ბაიერნი" ძალიან ძლიერი გუნდია, რომლისთვისაც ისეთი გახსნილი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც "არსენალია", საკმაოდ სასიამოვნო და კარგი იქნება. თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - წლევანდელი "არსენალი" უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში იყო. ახლა "მეთოფეები" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებიან, კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავთ და ტრავმიანობა ვენგერს დიდად ხელს არ უშლის. კარის ხაზზე პეტერ ჩეხი ბრწყინავს, დაცვის ცენტრში - ლორან კოსელნი, მოედნის ცენტრში - ფრენსის კოკელნი, შეტევაში კი მესუტ იოზილი და ალექსის სანჩესი უბრალოდ დაფრინავენ. ასე, რომ ლონდონურ კლუბს შანსები ნამდვილად აქვს, მთავარი მონდომება და იღბალია. ვნახოთ "არსენალის" მერვედფინალური ჯადო გაქრება თუ უფრო განმტკიცდება.

მოამზადა დავით მაღრაძემ, სპეციალურად Goal.ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბრეშიას პრეზიდენტმა ბალოტელისთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი დაასახელა

„ბრეშიას“ პრეზიდენტმა, მასიმო ჩელინომ, მარიო ბალოტელის ყოფაქცევაზე ისაუბრა.

დღეს, 15:57

გიგსი: "სოლსკიაერი კარგ ტრანსფერებს აკეთებს"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა, რაიან გიგსმა, გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:53

"მინდა, მისნაირი ფსიქოლოგია მქონდეს", - ჰოლანდმა თანაგუნდელი შეაქო

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, საკუთარ თანაგუნდელზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

"არ მადარდებს, თუ ვინმეს შეშლილი ვეგონები", - კლოპი ჩემპიონობის აღნიშვნას უცნაურ დროს აპირებს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა გუნდმა შეიძლება შემდეგი სეზონის შუაში იზეიმოს.

დღეს, 15:40

ბალოტელიმ ბრეშიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

29 წლის იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, „ბრეშიას“ პრეზიდენტს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა.

დღეს, 15:23

"რეალში მოურინიოს გამო ვერ გადავედი", - კიელინის თქმით, იუვედან წასვლასთან ახლოს ორჯერ იყო

„იუვენტუსის“ მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, მადრიდის „რეალსა“ და „მან.სიტიში“ არშემდგარ ტრანსფერებზე ისაუბრა.

დღეს, 15:04

დე ლიგტი: "რონალდუს გარდა, იუვენტუსში ჩემზე ორმა ფეხბურთელმა მოახდინა შთაბეჭდილება"

ტურინის „იუვენტისის“ მცველმა, მატეის დე ლიგტმა, თანაგუნდელზე ისაუბრა.

დღეს, 15:01

ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება გასპერინის ბრალია?

ალბათ გვახსოვს, თუ როგორ გადაიტანა "ვალენსიას" 25-მა წევრმა კორონავირუსი. ისიც გვახსოვს, რომ "ღამურები" ამ ყველაფერში ბერგამოს "ატალანტას"

დღეს, 12:26

კლოპი: "არ ვმუშაობ, უბრალოდ საყვარელ საქმეს ვაკეთებ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავის სამსახურთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:11

ჯონ ჯონსის შემდეგ, უაიტს მასვიდალიც აუჯანყდა

როგორც მოგეხსენებათ, ჯონ ჯონსსა და დეინ უაიტს შორის კონფლიქტი მოხდა, მიზეზი - ფული. "ბოუნსის" შემდეგ,

დღეს, 12:01

"რონალდუს რეალის ისტორიიდან მხოლოდ ორი მოთამაშე შეედრება", - გრანერო

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ესტებან გრანერომ კრიშტიანუ რონალდუს

დღეს, 11:47

სოლსკიაერს საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

როგორც მოგეხსენებათ, განახლებულ პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მოწინააღმდეგე "ტოტენჰემი" იქნება.

დღეს, 11:34

"კოშტას დონის მოთამაშეები თანამედროვე ფეხბურთში ერთეულები არიან", - ნაპოლის ექს-მწვრთნელი

"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბორტოლო მუტიმ შეაქო ტურინის "იუვენტუსის" შემტევი, დუგლას კოშტა:

დღეს, 11:22

მომენტი, როცა გყავს 486 ათასიანი Ferrari FF-ი, მაგრამ ვარჯიშებზე დედას დაყავხარ

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე ლიგა 1-ში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელია.

დღეს, 11:08

რა თანხა დაუჯდა რეალს თავის დროზე ვალვერდეს ტრანსფერი?

2016 წლის 22 ივლისს მადრიდის "რეალში" "პენიაროლიდან" გადმოვიდა იმ დროს უცნობი ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი.

დღეს, 10:51

ბარსელონა ინტერს არ ეშვება - 80 მილიონი და ერთი ფეხბურთელი

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "ბარსელონა" მილანის "ინტერს" ლაუტარო მარტინესის თაობაზე კვლავ არ ეშვება.

დღეს, 10:31

კლოპი ვერნერს პირადად დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულს" ჩაეშალა "ლაიპციგის" ლიდერის,

დღეს, 10:19

"ეგოისტი ფეხბურთელი? 6:0 მოვიგეთ, რონალდუ კი გოლის ვერ გატანის გამო ნაწყენი იყო", - ვან დერ ვაარტი

"ტოტენჰემის" ყოფილმა შემტევებმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა და პიტერ კრაუჩმა ეგოისტი თანაგუნდელები გაიხსენეს:

დღეს, 10:06

"რონალდუ მოურინიოს კრიტიკის გამო ცრემლებს ძლივს იკავებდა", - მოდრიჩი

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა თავის ავტობიოგრაფიაში კრიშტიანუ რონალდუსა და

დღეს, 09:43

"ამ ორ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი", - კიელინი იუვედან წასვლის შესახებ

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ დაასახელა ორი გუნდი, რომელშიც მას თავის დროზე გადასვლა შეეძლო:

დღეს, 09:30

ხავი მარტინესმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ხავი მარტინესმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა.

დღეს, 02:19

ოფიციალურად: საბურთალომ პირველი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 25 წლის ფეხბურთელი ლევან ნონიკაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს.

დღეს, 02:16

ქართველი ქომაგის დიდი კრიტიკა: როგორი იქნება თბილისის ახალი სპორტის სასახლე? [VIDEO]

როგორც მოგეხსენებათ, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს.

დღეს, 02:11

დი მარია: "ბედნიერი ვარ, რომ ბარსელონაში არ გადავედი"

"პსჟ"-ს არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია აცხადებს, რომ მისი სურვილი "ბარსელონაში" თამაში არასდროს ყოფილა.

დღეს, 02:08

კურიოზი გერმანიაში: რის გამო დასაჯა სანჩო ბუნდესლიგამ?

გერმანიის ბუნდესლიგაში საკმაოდ კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც ჯეიდონ სანჩოს ეხება.

დღეს, 02:05

უცნობი ფაქტი: მომენტი, როცა რომას ლაუტაროს შეძენა 8 მილიონად შეეძლო

ლაუტარო მარტინესის აგენტი არგენტინელ ფეხბურთელზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:01

საფრანგეთში ბრუნდებიან: სატრანსფერო ფანჯრის გახსნის ზუსტი დრო ცნობილია

მოგეხსენებათ, საფრანგეთს ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად შეწყდა და ჩემპიონად "პსჟ" გამოცხადდა.

დღეს, 01:57

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა თემურ ქეცბაიას გუნდში ვიხილოთ

კვიპროსული პრესა "ანორთოსისში" გადასვლას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს უკავშირებს.

დღეს, 01:47

საბურთალოს ახალი სპონსორი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და სადეზინფექციო საშუალებებისა და ბიოენერგეტიკულ სასმელების მწარმოებელ კომპანიას შორის

დღეს, 01:44
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10