"ატლეტიკომ" საჭირო სამი ქულა მოიპოვა

მადრიდელებმა საჭირო დროს ქულები არ დაკარგეს. "ბეტისი" 0:2 "ატლეტიკო" გოლი: გაბი "58", დიეგო კოსტა "66" "ბეტისი": ადანი, პაულაო, ამაია(ნონო 28), ფიგერასი, ხუან კარლოსი(შედრიკი 70), ლოლო რეიესი(მატილია 76), ნდიაიე, ჩიკა, ხუა ...

23-03-2014, 22:12

ფაბრეგასი: "რეალი ბეილით უფრო ძლიერია, ვიდრე მის გარეშე"

კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველმა "რეალთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ უელსელი გარემარბი გარეტ ბეილი მადრიდული კლუბის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად ჩამოყალიბდა. "რეალი ბეილით უფრო ძლიერია, ვიდრე მის გარეშე. ის კლუბისთვის ბევრს მუშაობს. უელსელს ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია მატჩის გ ...

23-03-2014, 21:07

ვალდესი: "ბარსელონას" ლიდერი არ სჭირდება"

"ბარსელონას" გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა "რეალთან" გასამართ მატჩამდე მცირე კომენტარი გააკეთა. ესპანელმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბს გამოკვეთილი ლიდერი არ სჭირდება. "ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" ლიდერი არ სჭირდება. რაღაც პრობლემას მთელი გუნდი ერთობლივად ვწყვეტთ და ასე იქნება ყოველთვის. კაპ ...

23-03-2014, 17:52

ელ კლასიკო. პრევიუ

მთელი საფეხბურთო სამყარო ელ კლასიკოს მოლოდინშია. მატჩი დღეს ღამე გაიმართება, თუმცა "რეალისა" და "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის დრო ალბათ ძალიან ნელა გადის. "რეალ მადრიდი" - "ბარსელონა" მადრიდი, "სანტიაგო ბერნაბეუ", 24:00 საათი, მსაჯი - ალბერტო უნდიანო მალიენკო 10°С, მზიანი დღე, ჰ ...

23-03-2014, 14:46

ბეილისა და ნეიმარის სარგებლიანობის მაჩვენებლები ამ სეზონში

თქვენს ყურადღებას ესპანური გრანდების ორი ყველაზე ძვირადღირებული ახალწვეულის სარგებლიანობის შედარებით მივიპყრობთ. მატჩების რაოდენობა: 31 (ბეილი) - 32 (ნეიმარი) გოლები: 14 (ბეილი) - 12 (ნეიმარი) შედეგიანი გადაცემები: 17 (ბეილი) - 1 ...

23-03-2014, 14:05

მარტინო: "ნეიმარი მსოფლიოს ტოპ 5 ფეხბურთელს შორისაა"

კატალონიელთა თავკაცმა "ელ კლასიკოს" წინ თავისი ბრაზილიელი შეგირდი შეაქო. "ნეიმარმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩში ჩინებულად ითამაშა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი მსოფლიოს ტოპ 5 ფეხბურთელს შორისაა, მესისა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად". "არ მინდ ...

23-03-2014, 13:38

მარტინო: "რეალთან" მატჩი ტიტულისთვის ბრძოლის უკანასკნელი შანსია"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ წაგების ან ფრის შემთხვევაში, მის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება. "რეალთან" თამაში ჩვენთვის ტიტულისთვის ბრძოლის უკანასკნელი შანსი იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ, წინ მხოლოდ ცხრა ტური იქნება დარჩენილი ჩასატარებელი". "ამ პერიოდში ერთი ქულის ა ...

23-03-2014, 13:10

მონტოია "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

დღეს უცხოურმა მედიასივრცემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტინ მონტონია უახლოეს მომავალში "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე მონტოიას შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა. ძირითადად ესპანელ განაპირა მცველს "რომას" და "ინტერს" უკავშირებდნენ. აღსანიშნავია, ...

22-03-2014, 23:37

"რეალი" - "ბარსელონა", "ჩელსი" - "არსენალი" და უიქენდის 4 ტოპ-მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ უიქენდის 6 ტოპ-მატჩს, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ. "ლაციო" - "მილანი" (კვირას, 23:45 სტადიო ოლიმპიკო) კრიზისში მყოფი ორი გუნდი, რომლების შემტევი ხაზიც ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ...

22-03-2014, 15:16

"იუვენტუსმა" თვალი არდა თურანს დაადგა

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, არდა თურანმა ზაფხულში არ არის გამორიცხული სამუშაო ადგილი შეიცვალოს. როგორც Sport.es იტყობინება, თურქი ნახევარმცველისადმი ინტერესს ტურინის "იუვენტუსი" იჩენს, რომელიც მზადაა 27 წლის ფეხბურთელისადმი ბრძოლაში ჩაებას, რომლისთვისაც "მანჩესტერ იუნაიტედიც" იბრძვის. მიმდ ...

22-03-2014, 14:07

"სიტი", "ბარსელონა", "ატლეტიკო" და "პორტუ" 21 წლის მეკარით ინტერესდებიან

"ესტუდიანტესის" გოლკიპერმა, ჟერონიმო რულიმ ზაფხულში კარიერა შესაძლოა ევროპაში გააგრძელოს. როგორც The Mirror იუწყება, 21 წლის ნიჭიერი მეკარისადმი ინტერესს ერთდროულად რამდენიმე ტოპ კლუბი იჩენს. ამ კლუბებს შორის არიან "ატლეტიკო", "პორტუ", "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი", რომლებიც პერსპექტიულ მეკ ...

22-03-2014, 13:58

ვალდესი: "ინგლისის ჩემპიონატი მომწონს"

"ბარსელონას" გოლკიპერმა, ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ მას ინგლისის პრემიერ ლიგა ძალიან მოსწონს, თუმცა ჯერჯერობით არ აპირებს იმის თქმას, თუ სად გააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, ესპანელისთვის, რომელიც კატალონიურ კლუბს ზაფხულში დატოვებს, "მანჩესტერ სიტი" და "მონაკო" იბრძვიან. "პრემიერ ლიგ ...

22-03-2014, 13:53

"დორტმუნდს" მირანდა სჭირდება

"ატლეტიკოს" მცველმა, მირანდამ ზაფხულში არ არის გამორიცხული სამუშაო ადგილი შეიცვალოს. როგორც A Bola იუწყება, 29 წლის ბრაზილიელისადმი ინტერესს დორტმუნდის "ბორუსია" იჩენს, რომელიც მზადაა სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი შეიძინოს. მირანდას "ატლეტიკოსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა კიდევ ერთი ...

22-03-2014, 13:25

ლუიშ ფიგუმ კატალონიელ ჟურნალისტს კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა: "მე "ბარსელონას" არ ველაპარაკები"

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისყრა გაიმართა. ფინალი, როგორც იცით, ლისაბონში გაიმართება. დასკვნითი მატჩის ელჩი ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუა, რომელიც 2000 წელს "ბარსელონადან" "რეალში" გადავიდა. იმ დროს დიდი სკანდალი მოჰყვა აღნიშნულ ტრანსფერს. ფ ...

22-03-2014, 00:51

აგენტი: "კლუბი მზადაა მორენოს თაობაზე მოლაპარაკებები გამართოს"

"სევილიას" მცველის, ალბერტო მორენოს აგენტმა ხავიერ მოიამ მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა. "მართალია, რომ იანვარში "ნაპოლიმ" მორენოს თაობაზე "სევილიას" წინადადებით მიმართა, თუმცა შეთავაზებული თანხა არ იყო საკმარისი". ""რეალთან" არანაირი შეთანხმება არ არის, მორენო ...

22-03-2014, 00:10

რამოსი: "კარიერის დასრულება "რეალში" მსურს"

"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც მის შესაძლო ტრანსფერთანაა დაკავშირებული, არის ყალბი. "მე მინდა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება და კარიერის "რეალში" დასრულება. ბევრი შემოთავაზება მომდის, თუმცა ყველას უარით ვისტუმრებ. "რეალთან" ახალ ხელშეკრულებას მაშინ ...

22-03-2014, 00:00

კლოპი: "დროზე ადრე დანებებას არ ვაპირებთ"

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრით კმაყოფილია. ამ სტადიაზე გერმანიის ვიცეჩემპიონი "რეალს" დაუპირისპირდება. მადრიდელები გერმანულ კლუბს ერთი წლის წინ ნახევარფინალში შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ (1:4 სტუმრად, 2:0 შინ). ...

21-03-2014, 19:05

ბუტრაგენიო: "დორტმუნდის" დამარცხება რთული იქნება"

"რეალის" ვიცეპრეზიდენტმა, ემილიო ბუტრაგენიომ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგების დაკომენტარებისას, აღნიშნა, რომ "ბორუსიას" ძლიერ მეტოქედ მიიჩნევს. ესპანელი ფუნქციონერის განცხადებით, იგი ძალიან რთულ მატჩებს ელოდება, მიუხედავად გერმანიის ჩემპიონატში დორტმუნდელების წარუმატე ...

21-03-2014, 18:59

ტოშაკი: "რეალი" "ბარსელონას" მოუგებს"

ცნობილმა სპეციალისტმა, ჯონ ტოშაკმა ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით "რეალსა" და "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩის წინ, რომელიც 23 მარტს შედგება, განაცხადა, რომ ფავორიტი "სამეფო კლუბია". ტოშაკის განცხადებით, კატალონიელების ერა დასრულდა. "ბარსამ" "კლასიკომდე" უნდა გაიხაროს", - ციტირ ...

21-03-2014, 18:35

"ატლეტიკო" ბენტეკეთი კვლავ ინტერესდება

"ატლეტიკო" მზადაა ბელგიის ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელ კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერის თაობაზე "ასტონ ვილასთან" მოლაპარაკებები დაიწყოს, ავრცელებს ინფორმაციას Marca. მადრიდელები ფორვარდის შეძენას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში გეგმავდნენ, თუმცა, მაშინ გარიგება არ შედგა. "ატლეტიკო" ბენტეკეს ...

21-03-2014, 17:54

ხესე: "უფრო ძლიერი დავბრუნდები"

"რეალის" თავდამსხმელმა, ხესე როდრიგესმა, რომელმაც ჯვარედინი მყესის ოპერაცია გაიკეთა, აღნიშნა, რომ ყველა პრობლემას გაუმკლავდება. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, იგი უფრო ძლიერი დაბრუნდება. "მოედანზე კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელი დავბრუნდები", - ციტირებს ხესეს სიტყვებს Marca. "ეს სიტუა ...

21-03-2014, 17:37

"რეალი" და "ბაიერნი" მანჯუკიჩზე პრაქტიკულად შეთანხმდნენ

"რეალი" "ბაიერნისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების 27 წლის თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის შეძენასთან ახლოსაა, ავრცელებს ინფორმაციას Marca. "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ არ ტრანსფერის გაჩარხვა ისურვა. ასე და ამგვარად, უახლოეს პერიოდში მხარეები კონრეტულ მოლაპარაკებას და ...

21-03-2014, 17:30

ლუის ენრიკე: "კლასიკოში" ფავორიტი არ არსებობს"

"სელტას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რომელსაც "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" უთამაშია, "კლასიკოს" წინ, რომელიც 23 მარტს გაიმართება, აღნიშნა, რომ ასეთი მატჩის გამოტოვება არ შეიძლება. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. "რეალსაც" და "ბარსელონასაც" ...

21-03-2014, 17:26

ევროპა ლიგის კენჭისყრაც გაიმართა

ცნობილია ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წყვილების ვინაობა. "აზ ალკმაარი" - "ბენფიკა" "ლიონი" - "იუვენტუსი" "ბაზელი" - "ვალენსია" "პორტუ" - "სევილია" მატჩები 3 და 10 აპრილს გაიმართება.

21-03-2014, 16:20

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალები ცნობილია

ახლახანს დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა. "ბარსელონა" - "ატლეტიკო მადრიდი" "რეალი" - "ბორუსია დორტმუნდი" "პსჟ" - "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაიერნი" პირველი მატჩები 1/2 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო 8/9 აპრილს ფოტო: uefa.com

21-03-2014, 15:16

ევროპა ლიგა. "ნაპოლი" გათამაშებას გამოეთიშა, "სევილიამ" მატჩი შემოაბრუნა

გამოვლინდა ევროპა ლიგის ყველა 1/4 ფინალისტი. "ნაპოლი" 2:2 "პორტუ" (ჯამში 2:3) გოლები: პანდევი 21, საპატა 90+2 - გილასი 69, კუარეჟმა 76 "ნაპოლი": რეინა, ფერნანდესი, გულამი, ალბიოლი, ენრიკე, ბერამი, ინლერი, მერტენსი (კალეხონი 84), პანდევი (ჰამშიკი 68), ინსინე, იგ ...

21-03-2014, 08:18

ევროპა ლიგა. "ვალენსია", "ლიონი" და "აზ" შემდეგ ეტაპზე არიან

მოულოდნელობების გარეშე დასრულდა ევროპა ლიგის შეხვედრები. როგორც მოსალოდნელი იყო, 1/4 ფინალური საგზური მოიპოვეს ესპანურმა "ვალენსიამ", ფრანგულმა "ლიონმა" და ჰოლანდიურმა "აზ ალკმაარმა". "ვიქტორია პლზენი" 2:1 "ლიონი" (პირველი მატჩი 1:4) გოლები: კოლარჟი 60, ტეცლი 62 - ...

21-03-2014, 00:24

ხესემ ოპერაცია წარმატებით გაიკეთა

"რეალის" ფორვარდმა ხესემ მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაცია წარმატებით გაიკეთა. ოპერაცია ახალგაზრდა ესპანელს აუგსბურგში ჩაუტარდა, რომელიც მას ულრიხ ბენიშმა გაუკეთა. უახლოეს დღეებში ხესეს საავადმყოფოდან გაწერენ და მადრიდში დაბრუნდება. ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

21-03-2014, 00:03

"რეალის" სავარაუდო ფორმები მომდევნო სეზონში

ინტერნეტში დაიდო ფოტოები თუ როგორი ფორმები შეიძლება ჰქონდეს "რეალს" 2014/15 წლის სეზონში. "ბლანკოსის" საშინაო ფორმა ტრადიციულად თეთრი ფორმის იქნება, ხოლო გასვლითი ფორმა შესაძლოა ვარდისფერი იყოს.

20-03-2014, 23:05

სიმეონე: "მინდა, რომ კურტუა "ატლეტიკოში" დარჩეს"

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მას კურტუას გუნდში დარჩენის სურვილი აქვს. "მეკარის პოზიცია ყველა გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, რომ კურტუა "ატლეტიკოში" დარჩეს და ამის შესახებ მან იცის", - განაცხადა სიმეონემ. შეგახსენებთ, რომ კურტუა მადრიდულ კლუბ ...

20-03-2014, 21:17

ვან პერსი და ჩემპიონთა ლიგის სხვა 3 გმირი

ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩებში, თავიანთი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშეს. კრიშტიანუ რონალდუ 9:2 - მადრიდის "რეალმა" "შალკე" ორი მატჩის ჯამში ამ ანგარიშით დაამარცხა. საპასუხო ...

20-03-2014, 20:46

10 საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ალესანდრო დელ პიერო ("იუვენტუსი") - 41 გოლი. ფოტო: Fotobank/Getty Images/Popperfoto (გოლები ათვლილია 1992/93 წლების სეზონიდან).

20-03-2014, 19:37

"ბარსა" მზადაა "სიტისთან" აგუეროს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს

"ბარსელონა" მზადაა "მანჩესტერ სიტის" არგენტინის ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართოს, ავრცელებს ინფორმაციას sport.es. კატალონიელები ფორვარდის ხელში ჩაგდებას ნებისმიერ ფასად გეგმავენ. ადრე გავრცელებული ცნობით, აგუეროს ...

20-03-2014, 12:43

"კლასიკოს" ბილეთებს "გადამყიდველები" 900 ევროდ ყიდიან

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩმა, რომელიც 23 მარტს გაიმართება, გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ავრცელებს ინფორმაციას AS. ყველა ბილეთი, რომელიც თავისუფალ გაყიდვაზე იყო გასული, უკვე გაყიდულია (მათი ღირებულება 70-იდან 340 ...

20-03-2014, 12:24

აზარი: "რონალდუს ან მესის წინააღმდეგ თამაში მინდა"

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ედენ აზარმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ძლიერ გუნდთან შეხვედრა სურს. ბელგიელი ფეხბურთელის განცხადებით, "ბარსელონას" ან "რეალის" წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნებოდა. "მე, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს, ძალების ძლიერ მეტოქეებთან მოსინჯვა მინდა", - ცი ...

20-03-2014, 12:04

ლიორისი - "რეალის" მთავარი სატრანსფერო მიზანი

"ტოტენჰემისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის მეკარე უგო ლიორისი "რეალის" ინტერესთა სფეროში მოექცა, ავრცელებს ინფორმაციას Fichajes. "სამეფო კლუბი" ახალი გოლკიპერის ძიებაშია, რადგან იკერ კასილიასი დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილს შეიცვლის. თავად ლიორისმა უკვ ...

20-03-2014, 11:58

დიეგო ლოპესი: "კასილიასთან კონფლიქტი არ მაქვს"

"რეალის" მეკარემ, დიეგო ლოპესმა აღნიშნა, რომ მას "სამეფო კლუბის" სხვა გოლკიპერ იკერ კასილიასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მადრიდელთა კარის დარაჯის განცხადებით, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. "კასილიასით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი", - ციტირებს ლოპესის სიტყვებს Marca. " ...

20-03-2014, 11:36

დელ ბოსკე: "ხესეს ნაკრებში თამაშის პოტენციალი აქვს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ "რეალის" თავდამსხმელს, ხესეს მხარი დაუჭირა, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. "ფურია როხას" თავკაცის განცხადებით, ფორვარდის ხასიათი ამ ინციდენტის შემდეგ უნდა გამკაცრდეს. "რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ხესემ სერი ...

20-03-2014, 11:26

ალბა: "რონალდუ მონსტრია, რომელსაც ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია"

"ბარსელონას" მცველმა, ხორდი ალბამ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით "რეალთან" გასამართი მატჩის წინ მეტოქის შემტევი პოტენციალი შეაფასა. გარდა ამისა, ესპანელმა ორივე კლუბის ლიდერების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის თამაშიც შეადარა. "რეალი" კონტრშეტევებზე ძალიან საშიშია, დაცვაში ყუ ...

20-03-2014, 11:04

ხესე ოპერაციას გერმანიაში გაიკეთებს

"რეალის" თავდამსხმელს, ხესე როდრიგესს ქირურგიულ ჩარევას გერმანიაში ჩაუტარებენ, ავრცელებს ინფორმაციას Football Espana. ფორვარდმა მარჯვენა ფეხის ჯვარედინი მყესები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "შალკესთან" გამართულ საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (3:1) დაიზიანა. უახლოეს პერიოდში ახალგაზრდა ესპანელი გ ...

20-03-2014, 10:42

"რეალი" დე შილიოში 18 მლნ. ევროს იხდის

"რეალის" ხელმძღვანელობა ზაფხულში "მილანის" მცველის, მატია დე შილიოს შეძენას შეეცდება. 21 წლის ფეხბურთელს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. "სამეფო კლუბი" მზადაა დე შილიოში 18 მლნ. ევრო გადაიხადოს, - იუწყება. გარდა ამისა, ამ ტრანსფერის ფარგლებში "როსონერიმ" შესაძლოა კოენტრაუ არენდით აიყვ ...

19-03-2014, 22:54

რამოსი: "ხესეს ტრავმამ თითოეული ჩვენგანი დაამწუხრა"

"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "შალკესთან" გამარჯვების შემდეგ (3:1) მცირე კომენტარი გააკეთა. "ამ ტურნირში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ტოპ-კლუბთან მოგიწიოს თამაში. ამიტომ, პარასკევის კენჭისყრამდე წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებ". "ხესეს ტრავმის გამო ეს გამარჯვება ნა ...

19-03-2014, 19:22

L’Equipe: ვალდესი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა

"ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესი სავარაუდოდ ზაფხულში კარიერას "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს. მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, - იუწყება L’Equipe. მანამდე ფეხბურთელმა "მონაკოსთან" წინასწარ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა როგორც ჩანს ინგლისურმა კლუბმა ეს შეთანხმება გამოისყიდა. შეგახსენ ...

19-03-2014, 19:03

კასილასმა რაულის რეკორდი დაამხო

მადრიდის "რეალის" გოლკიპერი, ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები წუთების მიხედვით, რეკორდსმენია. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "შალკესთან" განმეორებით მატშჩი, იკერმა 12 ათას-წუთიან ზღვარს მიაღწია. რაულს მხოლოდ და მხოლოდ 1 წუთით ნაკლები ( 11 999 წუთი) აქვს ნათამაშები ევროპის ყველაზე პრესტიჟუ ...

19-03-2014, 14:14

ბეილი: "რეალს" "ბარსელონასი" არ ეშინია"

უელსელ ნახევარმცველს მიაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "რეალი" "ბარსელონას" დამარცხებას შეძლებს. "კარგად ვთამაშობთ და საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. ახლა "ბარსელონასთან" მატჩისთვის ვემზადებით. ეს გუნდი ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, ამიტომ 3 ქულის აღებას ვაპირებთ. მეტოქის ...

19-03-2014, 13:31

ხესე დაახლოებით 6 თვე ვერ ითამაშებს

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯვარედინა მყესები გაუწყდა. ხესე როდრიგესი "შალკესთან" თამაშისას უკვე მე-8 წუთზე შეცვალეს. ყველაზე ცუდი პროგნოზი გამართლდა. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ფეხბურთელს ჯვარედინა მყესები გაუწყდა. ამრიგად, ესპანელისთვის სეზონი დასრულებულია. ხე ...

19-03-2014, 12:00

"რეალმა" მადრიდშიც გაიმარჯვა

კარლო ანჩელოტის გუნდმა "შალკე" ორი მატჩის ჯამში 9:2 დაამარცხა. "რეალი" 3:1 "შალკე" გოლები: რონალდუ 21, 74, მორატა 75 - ჰოგლანდი 31 "რეალი": კასილასი, ნაჩო, ვარანი, რამოსი (კარვახალი 70), კოენტრაო, ალონსო (კასემირო 46), ილიარამენდი, ისკო, რონალდუ, ხესე (ბეილი 8) ...

19-03-2014, 01:46

ყველა სიახლე

ქართული ფეხბურთი