ბუნდესლიგის პირველ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "ჰამბურგი" 5-0 დაამარცხა. პეპ გუარდიოლას გუნდიდან პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში 3 ფეხბურთელი მოხვდა. ყველაზე მეტი მოთამაშე კი "დორტმუნდიდანაა" შეყვანილი. მოგეხსენება, მათ "გლადბახი" 4-0 დაამარცხეს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ გერმანულმა კლუბებმა რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელეს. გამოსარჩევია ვიდალის ტრანსფერი. მიუნხენის "ბაიერნმა" ის "იუვენტუსიდან" 37 მილიონ ევროდ აიყვანა. გთავაზობთ ბუნდესლიგაში განხორციელებული ტრანსფერებისგან შემდ ...
კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა, "შალკესა" და "დუისბურგის" მატჩში, რომელიც გელზენკირხენელებმა 5:0 მოიგეს. ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის დროს, ფრანკო დი სანტომ მოედანზე ობობა დაინახა, რომელიც აიღო და მის თანაგუნდელს, ლეროი სანეს ზურგში ჩაუსვა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ევროპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბების ოცეულია. პირველ ადგილს უცვლელად მადრიდის "რეალი" იკავებს, მას "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" მოჰყვებიან. 1)"მადრიდის რეალი": შემოსავალი - 549,5 მილიონი ევრო 2)"მანჩესტერ იუნაიტედი":
ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგის "შალკედან" "სპორტინგში" გადასვლა ჩაიშალა. ლისაბონური კლუბი ფეხბურთელს საიმიჯო უფლებების გამოყენებაზე ვერ შეუთანხმდა. მაისში ბოატენგი "შალკესთან" მუშაობიდან გაათავისუფლეს და მას შემდეგ ფეხბურთელისთვის ახალ გუნდს ეძებენ.
გერმანიის ბუნდესლიგის 2015-2016 წლების სეზონი სტარტს 14 აგვისტოს აიღებს. ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილი გახდა ჩემპიონატის ბილეთების ფასები. ცნობილია, რომ "ალიანს არენაზე", საშუალოდ, ყველა მატჩში თითო ბილეთის ფასი 140 ევრო იქნება. აღსანიშნავია ნამდვილად ის ფაქტი, რომ მე-2 ბუნდესლიგიდ ...
"იუვენტუსი" ისევ აპირებს "შალკე-04"-ის ნახევარმცველ იულიან დრაქსლერის შეძენას, იუწყება La Gazzetta dello Sport. ტურინული კლუბის გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა არ აპირებს ფეხბურთელში 25-30 მლნ ევროს გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსს" ეს ფული აქვს. მაროტა "შალკეს" ფეხბურთელის სანაცვლ ...
"შალკე-04"-ის ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას "სპორტინგში" გააგრძელებს, იუწყება Bundesliga Latest, O Jogo-ზე დაყრდნობით. ფეხბურთელმა პორტუგალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, გასულ სეზონში "შალკემ" ბოატენგი გუდნთან ერთად ვარჯიშ ...
"ინტერის" მარცხენა მცველი დანილო დ'ამბროზიო "შალკეს" ინტერესთა სფეროშია. გერმანულმა კლუბმა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მლნ ევროიანი შეთავაზება გააკეთა, პლუს, 2 მლნ ბონუსების სახით. მილანელები არ აპირებენ ფეხბურთელის გაშვებას და მას მხოლოდ ძალიან მომგებიანი შეთავაზების შემთხვევაში გაყიდიან ...
"სპორტინგი" შალკე-04"-ის ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგით ინტერესდება, იუწყება Goal.com, Sky Sport Italia-ზე დაყრდნობით. 28 წლის განელი უკვე აწარმოებს პორტუგალიურ კლუბთან მოლაპარაკებებს, მისი გადასვლით "სპორტინგის" ახალი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუშია დაინტერესებული. მანამდე კი ცნობილი გახდა ჰა ...
"შალკე-04"-ის სპორტულმა დირექტრმა ჰორსტ ჰელდტმა განაცხადა, რომ კლუბი იულიან დრაქსლერის "იუვენტუსში" გაშვებას არ აპირებს. "მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დღეს დილით "იუვენტუსისგან" წინადადება მივიღეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას არ გავყიდით და ამის თაობაზე "იუვენტუსსაც" მივმართეთ. ასევე გვინდა, რომ ...
თავდამსხმელი ფრანკო დი სანტო "შალკეში" გადავიდა. ფეხბურთელმა 2019 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელი 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
"შალკე-04"-ის ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. "ალ-იტიჰადი" 28 წლის განელის ტრანსფერზე შეთავაზების გაკეთებას უახლოეს საათებში გეგმავს, იუწყება Sky Sport Italia. მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ალ-იტიჰადმა" "მილანის" ექს-ჰავბეკ სალი მუნტარის 2- ...
ტურინის "იუვენტუსმა" შეთანხმებას მიაღწია ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელთან, იულიან დრაქსლერთან. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა. ის აცხადებს, რომ დრაქსლერი "იუვენტუსის" მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილია. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუ რამდენს გადაიხდის "იუვენტუსი" დრაქსლ ...
"შალკეს" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი "ვოლფსბურგის" ინტერესთა სფეროში მოექცა. 21 წლის გერმანელის ყიდვის მთავარი პრეტენდენტი "იუვენტუსია", თუმცა, ტურინელებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როგორც Bild იუწყება, "ვოლფსბურგმა" დრაქსლერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამ ფეხბურთელში ...
"ზენიტის" 17 წლის თავდამსხმელი მაქსიმილიან პრონიჩევი კარიერას დროებით გელზენრკიხენის "შალკეში" გააგრძელებს, იტყობინება - Bild. ახალგაზრდა რუსი თავდამსხმელი ადრე "ზენიტ 2"-ის ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ პრონიჩევი ბერლინშია გაზრდილი და ის თავის დროზე "ჰერტას" ღირსებასაც იცავდა.
"შალკეს" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსში" გადასვლაზე თანახმაა. ტურინულმა კლუბმა ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის პირობების მიხედვითაც, ის წლიურად 2,7 მლნ ევროს მიიღებს, იუწყება Football Italia, La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით. მიუ ...
"ინტერი" "ვოლფსბურგის" ნახევარმცველ ივან პერიშიჩის შეძენასთან ახლოსაა. მილანური კლუბი ხორვატ ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე შეუთანხმდა. ახლა "ინტერმა" გერმანულ კლუბთან გარიგების ბოლო დეტალები უნდა შეათანხმოს. ამავდროულად, "ინტერის" ფეხბურთელმა ხერდან შაქირიმ "შალკესთან" კონტრაქ ...
"შალკეს" სპორტულმა დირექტორმა, ჰორსტ ჰელდტმა დაადასტურა, რომ ტურინის "იუვენტუსმა" გერმანულ გუნდს დრაქსლერის თაობაზე მიმართა. გერმანელი იტყობინება, რომ იტალიელების შეთავაზება არც თუ ისე სერიოზული იყო, რადგან მათ თანხა ეცოტავათ. "იტალიიდან წერილი მივიღეთ დრაქსლერის ტრანსფერის თაობაზე. ჯერჯერ ...
ლონდონის "არსენალის" გოლკიპერი ვოიცეხ შჩესნი "რომას", "შალკეს" და "საუთჰემფტონის" ინტერესთა სფეროში მოექცა. მას შემდეგ, რაც ლონდონის "არსენალმა" ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერი პეტრ ჩეხი შეიძინა, შჩესნის ადგილი ძირითად შემადგენლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პოლონელი გოლკიპერი, დიდი ალბათობით, ...
"შალკე-04"-ის ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ისევ "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროშია. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ტურინული კლუბი 21 წლის გერმანელის კანდიდატურას მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც "ბაიერნის" ჰავბეკ მარიო გიოტცეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გაჭიანურდა. "იუვენტუსი" არ აპირებს დრაქსლე ...
"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ არტურო ვიდალის "ბაიერნში" გაყიდვიდან მიღებული სახსრების შემადგენლობის გაძლიერებაში რეინვესტირებას აპირებს. იუწყებიან, რომ ტურინელები "შალკეს" ფორვარდ იულიან დრაქსლერის ყიდვით არიან დაინტერესებულნი. ტრანსფერის თანხა 15-20 მლნ ევროა.
"შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა "ინტერის" ფეხბურთელ ხერდან შაქირით დაინტერესება დაადასტურა. "ეს ფეხბურთელი ტრანსფერზეა. მას შესანიშნავი თვისებები აქვს სათამაშოდ. "შალკესნაირმა" კლუბმა ამგვარი ფეხბურთელები უნდა ეძებოს და გადასვლის შესაძლებლობა შეისწავლოს. ხერდანი ჩვენს დახმარებას შ ...
"ზენიტი" "შალკე-04"-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს ცენტრალურ მცველ მატია ნასტასიჩის ტრანსფერზე, ფეხბურთელის პრეტენდენტი "იუვენტუსიცაა". Sport Italia-ს ინფორმაციით, პეტერბურგულმა კლუბმა სერბეთის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელისთვის 7 მლნ ევროიანი შეთავაზება გააკეთა, მაგრამ "შალკემ" უარით უპასუხა. ...
"ინტერის" ნახევარმცველი ხერდან შაქირი, შესაძლოა, "შალკე-04"-ში გადავიდეს. 23 წლის შვეიცარიელმა გერმანული კლუბის წინადადება მიიღო, მან უარი თქვა ინგლისური "სტოკ სიტის" ვარიანტზე, იუწყება Sky Sport Italia. მანამდე ცნობილი გახდა, რომ "შალკე" მზადაა, შაქირიში 16 მლნ ევრო გადაიხადოს, პლუს 2 მლ ...
"ინტერის" ფეხბურთელი ხერდან შაქირი "შალკეს" ინტერესთა სფეროშია. გერმანული კლუბი მზადაა, შვეიცარიის ნაკრების 23 წლის ჰავბეკში 16 მლნ ევრო გადაიხადოს. თუ გარიგება გაფორმდება, კიდევ 2 მლნ-ის მიღებას მილანელები ბონუსების სახით შეძლებენ. შეგახსენებთ, შაქირი იანვარში "ინტერში" "ბაიერნიდან" გადა ...
ლონდონურ კლუბს "შალკეს" შემტევი ნახევარმცველისადმი, იულიან დრაქსლერისადმი ინტერესი განუახლდა. Sky Sports Germany ამტკიცებს, რომ "არსენალის" სამწვრთნელო შტაბს, არსენ ვენგერის მეთაურობით, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენა სწყურია. 21 წლის იულიანმა სულ 15 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგის ...
"შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა განაცხადა, რომ კლუბის კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. "ჰიოვედესი შალკეში დარჩება. გვიხარია, ჩვენს გუნდში ასეთი საიმედო ადამიანი რომ რჩება" , - თქვა ჰელდტმა. აღსანიშნავია, რომ "შალკესთან" გერმანიის ნაკრების 27 წლის ფეხბურთ ...
გელზერკირხენის "შალკეს", ძალიან დიდი ალბათობით, "პადერბორნის" ყოფილი თავკაცი ანდრე ბრაიტენრაიტერი ჩაიბარებს. თავიდან მოსალოდნელი იყო, რომ რობერტო დი მატეოს წასვლის შემდეგ, გუნდში მარკუს ვაინცირლია მივიდოდა, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "აუგსბურგში", თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ გამოვიდა. ...
გელზეკირხენის "შალკეს" ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველის ლეროი სანეს შენარჩუნება სურს. 19 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გახლდათ. "შალკეს" მთავარ გუნდში 14 თამაში ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 1 საგოლე პასი გადასცა. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციი ...
ბერძენი მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი კარიერას ლევერკუზენის "ბაიერში" გააგრძელებს. პაპადოპულოსის საკონტრაქტო უფლებებს "შალკე" ფლობდა და ფეხბურთელმა გასული სეზონი არენდის წესით "ლევერკუზენში" გაატარა. "ბაიერის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კირიაკოსმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდ ...
წარმოგიდგენთ ევროპული ჩემპიონატების გამორჩეულ 15 გუნდს, რომლის საშინაო მატჩებზეც ყოველთვის ანშლაგია. სტატისტიკური მონაცემები შედგენილია 2014/15 წლების სეზონის მიხედვით. როგორც აღმოჩნდა, პირველ ადგილს დორტმუნდის "ბორუსია" იკავებს. საშუალოდ, "სიგნალ იდუნა პარკზე" "ბორუსიას" საშინაო მატჩებს 80 4 ...
"შალკე-04"-ის მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა კომენტარი გააკეთა "არსენალში" შესაძლო გადასვლაზე. "ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, მაგრამ ის იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ ვინ ჩაუდგება "შალკეს" სათავეში და ვინ შეავსებს შემადგენლობას" , - აღნიშნა ჰიოვედესმა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ...
შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "არსენალმა" "შალკე-04"-ის კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი შეიძინოს. გერმანიის ნაკრების 27 წლის მცველის ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 17 მლნ ევრო დაუჯდება, იუწყება Sportal.de, Kicker-ზე დაყრდნობით. აქვე დამავატებთ, რომ "შალკესთან" ჰიოვედესის კონტრაქტი 2017 წლ ...
გელზენრკიხენის "შალკეს" განაპირა მცველი, კრისტიან ფუქსი კარიერის გასაგრძელებლად პრემიერ-ლიგაში გადავიდა. ახალი სეზონიდან ფუქსი "ლესტერის" ღირსებას დაიცავს. "შალკესთან" ერთად გატარებული უამრავი სეზონის შემდეგ ფუქსმა "ლესტერთან" 3 წელზე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გელზერკირხენის "შალკეს" "მაინცის" ნახევარმცველის იოჰანეს გაისის ყიდვა სურს. "ხუმარები" ფეხბურთელში 12 მილიონ ევროს ჩამოდიან, თუმცა "მაინცი" მინიმუმ 18 მილიონს ითხოვს. 21 წლის გაისმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მხარეთა შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
ნახევარმცველი კრისტიან ფუხსი კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. კრისტიანმა სეზონის ბოლოს გელზეკირხენის "შალკე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და დღეს გავრცელებული ინფორმაციას თანახმად, "ლესტერთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. 2014/15 წლების ბუნდესლიგის სეზონში ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაა ...
ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი სეზონის 10 ყველაზე სასაცილო ეპიზოდს აქვეყნებს. [jwplayer player="1" mediaid="123086"]
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსიმ, შესაძლოა, გელზერკირხენის "შალკე" ჩაიბაროს. რამდენიმე დღის წინ კლუბი რობერტო დი მატეომ დატოვა და "ხუმარები" ახალ თავკაცს ეძებენ. გერმანული პრესის ინფორმაციით, არჩევანი ვილმოტსზე შეჩერდა, რომელიც წარმატებულად მუშაობს ბელგიის ნაკრე ...
გელზერკირხენის "შალკე" კლუბის განახლებას აპირებს და გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. "ჩვებ ვისაუბრეთ 2-ვე ფეხბურთელთან და დასკვნა გამოვიტანეთ. ბარნეტა და ფუხსი კარიერაში ახალ გამოწვევებს იღებენ და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ" , - განაცხადა "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორს ჰელდტმა. ...
გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალურმა YouTube არხმა ძალიან საინტერესო და სახალისო ვიდეო გაავრცელა სახელწოდებით: 2014/15 წლების სეზონის 10 ყველაზე მხიარული მომენტი. [jwplayer player="1" mediaid="122546"]
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა მადრიდის "რეალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. ხედირას "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. გუშინ სამიმ თავის Instagram-ზე ფოტო ატვირთა და თან შემდეგი სიტყვები დაურთო. ...
დღეს ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონის ვინაობა რამდენიმე ტურით ადრე იყო გარკვეული და აქ საკამათო არაფერი არ გახლდათ. მიუნხენის "ბაიერნმა" 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ალიანს-არენაზე ლევანდოვსკის და შვაინშტაიგერის გოლებით "რეკორდმაისტერმა" "მაინცი" 2-0 დაამარცხა. კლ ...
დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონატი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. მოგეხსენებათ, რამდენიმე ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნი" გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად გავიდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - "ვოლფსბურგი" და "გლადბახი". ლიგაზე მოსახვედრად კი ფლ ...
"ჰამბურგის" მეკარე იაროსლავ დრობნი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გამოვა. ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, დრობნიმ მხარი ვარჯიშის დროს დაიზინა. მოსალოდნელია, რომ 35 წლის გოლკიპერი დაზიანების გამო 10 კვირას გამოტოვებს. შესაბამისად, იაროსლავი ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში გელზეკირხენ ...
დღეს ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ლევერკუზენის "ბაიერმა" "ჰოფენჰაიმი" მიიღო და მეტოქე ჩალჰანოღლუს და კისლინგის გოლებით დაამარცხა. "სოფლელებმა" "ბაიერი" რამდენიმე ასპექტში დაჩაგრეს, მაგრამ ბურთი ვერ გაიტანეს. "აუგსბურგს" და "ჰანოვერს" შორის მსაჯმა 3 წითელი ბარათი აჩვენა. "96"-მა ...
დღეს გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის კვირა დღის შეხვედრები გაიმართა. აუტსაიდერმა "პადერბორნმა" "ვოლფსბურგი" მიიღო და "მგლებმა" მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს. 3 ქულის მოპოვების შემდეგ, "ვოლფსბურგი" კვლავ მე-2 ადგილზე დაბრუნდა, ხოლო, "პადებორნი" გასავარდნ ზონაში იმყოფება და შემდეგ მატჩებში უეჭველად ...
"ვოლფსბურგი", ლევერკუზენის "ბაიერი" და გელზერკირხენის "შალკე" სერიოზულ ინტერეს იჩენენ "სპორტინგის" მცველის სედრიკის მიმართ. 23 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და "სპორტინგის" ხელმძღვანელობას ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაუწყია. უფრო ადრე, ...
დღეს ბუნდესლიგის 31-ე ტურის შაბათის შეხვედრები გაიმართა. "ვოლფსბურგმა" საკუთარ მოედანზე "ჰანოვერი" მიიღო და მატჩი 2:2 დასრულდა. "მგლები" 1-ელ ტაიმში ბას დოსტის და პერიშიჩის გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ "ჰანოვერმა" მე-2 ნახევარში თამაში გამოასწორა და 2 ბურთი შეაგდო. საბოლოო ჯამში, გუნდებმა ქულები ...
გელზერკირხენის "შალკეს" ნახევარმცველმა ჩინედუ ობასიმ "ბეშიქთაშში" მისი შესაძლო გადაბარგება უარყო. "შალკესთან" კონტრაქტი ობასის სეზონის ბოლოს ეწურება და ნიგერიელს ახალი ადგილის ძებნა მოუწევს. პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ფეხბურთელი თურქეთში აპირებდა წასვლას. "არ ვიცი, თუ საიდან გავ ...