» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სანია კვირაში 100 ათასს ითხოვს

"არსენალის" ნახევარმცველი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, ავრცელებს ინფორმაციას Mirror. ნახევარმცველს სამწლიანი კონტრაქტი და ყოველკვირეული ანაზღაურების 100 ათას ფუნტამდე გაზრდა სურს. ამ ეტაპზე, კვირაში იგი 60 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. ფრანგი ფეხბურთელისადმი, რომელსაც მოქმ ...

25-02-2014, 16:30

რემსი მარტის თვის შუა რიცხვებში დაბრუნდება

"არსენალის" ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ ბარძაყის კუნთის ტრავმა მომავალ თვეში უნდა მოირჩინოს, იუწყება Mirror. ექიმთა ვარაუდით, ნახევარმცველი "ტოტენჰემთან" დერბის განაცხადში მოხვდება, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, 16 მარტს გაიმართება. ფეხბურთელმა, რომელმაც "არსენალის" მაი ...

25-02-2014, 16:25

პოდოლსკი "კიოლნში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

"არსენალის" თავდამსხმელმა, ლუკაშ პოდოლსკიმ განაცხადა, რომ ერთხელაც შეიძლება "კიოლნში" დაბრუნდეს. შეგახსენებთ, ფეხბურთელი გერმანული კლუბის აღზრდილია და მის რიგებში 2003-2006, ასევე 2009-2012 წლების პერიოდში ასპარეზობდა. "ფეხბურთში არაფერია გამორიცხული", - ციტირებს პოდოლსკის სიტყვებს Transfe ...

25-02-2014, 15:56

"ბარსელონა", "არსენალი" და "მან სიტი" კორეასთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ

"სან ლორენსოს" ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის ბრძოლაში "ბარსა", "არსენალი" და "მან სიტი" ჩაერთვნენ. როგორც ადრე გაუწყეთ, ფეხბურთელით მადრიდის "ატლეტიკოც" ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ ანხელ კორეა ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ის არგენტინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად მ ...

25-02-2014, 14:29

როსიცკი გაახანგრძლივებს

"არსენალის" ჩეხი ნახევარმცველი, ტომას როსიცკი ლონდონურ კლუბთან გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, რომ მას "მეთოფეებთან" მიმდინარე კონტრაქტი, სეზონის ბოლოს უმთავრდება. "არსენალის" ფრანგი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, როსიცკი გუნდში დარჩება. "როსიცკი არსენალში დარჩება. ჩვენ შევთანხმდით, რო ...

24-02-2014, 16:55

იბრაჰიმოვიჩი: "ინგლისის პრემიერ ლიგის ნებისმიერ დაცვას გავარღვევდი"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი საინტერესო და სკანდალური განცხადება გააკეთა. "ახალი ამბავი აღარაა, რომ ჩემით ლონდონის "არსენალი" ინტერესდება. მაგრამ იქ სინჯებზე მიმიწვიეს, ეს კი ჩემი პერსონისთვის დამამცირებელია. როგორ გგონიათ, ახლა ვინ უფრო წუხს ამაზე, არსენ ვენგერი თუ ზლატან იბრაჰიმოვ ...

24-02-2014, 16:38

იბრაჰიმოვიჩი: "Mirror-თან არ მისაუბრია"

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მას ინგლისურ გამოცემა Daily Mirror-სთვის ინტერვიუ არ მიუცია. დღეს ტაბლოიდმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც შვედი ფორვარდი მის "არსენალში" არშემდგარ გადასვლაზე საუბრობს. "მე არ მისაუბრია ინგლისელ ჟურნალისტებთან და არც გამოცემა Mirror-თა ...

23-02-2014, 23:27

გიბსი სამ კვირას გამოტოვებს

"არსენალის" მცველი კიერინ გიბსი ტრავმის გამო სამ კვირას გამოტოვებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში, "ბაიერნის" წინააღმდეგ მიიღო. ასე რომ, იგი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას პრემიერ ლიგის მომდევნო ორ მატჩში და ასევე ინგლისის ნაკრების ამხანაგურ მატჩში და ...

23-02-2014, 20:40

"არსენალი" "ტულუზას" მცველით ინტერესდება

"ტულუზას" მცველი სერჟ ორე ლონდონის "არსენალის" ინტერესის სფეროში მოექცა. "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი 21 წლის ფეხბურთელს ბაკარი სანიას შემცვლელად განიხილავს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება. ორეს სატრანსფერო ღირებულება 6,5 მლნ. ევროს შეადგენს.

23-02-2014, 18:36

"არსენალის" ლაზარეთში მატებაა

ლონდონის "არსენალმა" პრემიერლიგის 27-ე ტურში "სანდერლენი" 4:1 გაანადგურა, მაგრამ "მეთოფეთა" ლაზარეთს ორი ფეხბურთელი დაემატა. როგორც ჩანს, "არსენალის" განაცხადში გერმანელი ფეხბურთელი იმიტომ არ იყო, რომ მან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, "ბაიერნის" წინააღმდეგ, ბარძაყის დაზიანება მიიღო, მაგ ...

23-02-2014, 14:49

პრემიერ ლიგა. "ემიუ" და "არსენალი" უდანაკარგოდ მიდიან

გუშინ საღამოს გაიმართა ინგლისის ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლაზე "კრისტალ პალასი" დაამარცხა, სამი ქულა მოიპოვა არსენ ვენგერის გუნდმაც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "წითელ ეშმაკუნებს" გუშინ უჩვეულო მიზანი ჰქონდათ: მე-6 პოზიციისთვის ბრძოლა. დევიდ მოიესმა შემტევ ...

23-02-2014, 14:41

ვენგერი: როსიცკი - ჩვენი ახალი ბერგკამპია

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა "სანდერლენდთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდგომ (4:1) კომენტარი გააკეთა, სადაც საკუთარი გუნდისადმი შესაქები სიტყვები არ დაიშურა. ვენგერმა საკუთარი გუნდის რიგებდიან ყურადღება განსაკუთრებით როსიცკიზე და ჟირუზე გაამახვილა. "ოლივიემ და ტომაშმა ბრწყინვა ...

23-02-2014, 12:19

კოშელნიმ ტრავმა მიიღო

ლონდონის "არსენალის" მცველმა ლორან კოშელნიმ პრემიერ ლიგის მატჩში "სანდერლენდის" წინააღმდეგ (4-0) ტრავმა მიიღო. 67-ე წუთზე ფრანგი ფეხბურთელი მატიე ფლამინიმ შეცვალა.

22-02-2014, 22:29

ვენგერმა სანოგო ანელკას შეადარა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ახალგაზრდა ფორვარდი იაია სანოგო ნიკოლა ანელკას შეადარა, რომელმაც საკუთარი კარიერის ინგლისური ეტაპი სწორედ "მეთოფეთა" რიგებში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაიერთან" (0:2) გამართულ პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში სასტარტო ...

22-02-2014, 20:44

"არსენალსა" და "ბაიერნს" კუადრადო სჭირდებათ

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ხუან კუადრადომ ზაფხულში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს. როგორც The Mirror იუწყება, 25 წლის კოლუმბიელისთვის ბრძოლაში "არსენალი" და "ბაიერნი" მზად არიან ჩაერთონ. დავალებას ის ფაქტი ართულებს, რომ ფეხბურთელზე უფლებების ნახევარს "უდინეზეც" ფლობს. ზემოთნახსენე ...

22-02-2014, 20:37

Daily Mail: "არსენალი" ზაფხულში ბენდერის შეძენას ეცდება

"ლევერკუზენის" ნახევარმცველი ლარს ბენდერი "არსენალის" ინტერესის სფეროში მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონურმა კლუბმა ადრე მისი შეძენა ვერ მოახერხა. "მეთოფეებმა" სკაუტების დახმარებით შეაგროვეს 24 წლის ნახევარმცველის ვრცელი დოსიე და მზად არიან ბენდერი ზაფხულში შეიძინონ. "არსენალი" ასევე დ ...

22-02-2014, 00:49

რობენი: "ბაქარი სანიასთვის არ დამიფურთხებია, ეს მხოლოდ ოფლია"

როგორც იქნა, არიენ რობენმა ცნობილ კადრზე კომენტარი გააკეთა. ჰოლანდიელი ვინგერი ინტერნეტსივრცეში აგორებულ სკანდალს, თითქოს მან "არსენალის" მცველს დააფრუთხა, არ ადასტურებს. "ცხოვრებაში არავისთვის შემიფურთხებია. თავზე თმა არ მაქვს, გაოფლილი ვიყავი და ოფლის წვეთი ჩამომვარდა. მოწინააღმდეგისადმი უპ ...

22-02-2014, 00:48

გიბსი "სანდერლენდთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს

"არსენალის" მცველი კიერან გიბსი ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "სანდერლენდთან" გასამართ უახლოეს დაპირისპირებას გამოტოვებს. როგორც L'Equipe იუწყება, "მეთოფეთა" თავკაცმა, არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ მცველმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაიერნთან" გამართულ პირველ მერვედფინალურ მატჩში მიღებული ტრავმა ვერ ...

21-02-2014, 16:34

იოზილმა გაფუჭებული პენალტის გამო გულშემატკივრებს მოუბოდიშა

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაიერნთან" (0:2) გამართულ პირველ შეხვედრაში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის გამო გულშემატკივრებს მოუბოდიშა. შეგახსენებთ, ნახევარმცველის დარტყმული პენალტი მიუნხენური კლუბის მეკარემ, მანუელ ნოიერმა მოიგერია. "მომდევნო დილას თავს ა ...

21-02-2014, 16:05

"არსენალი" "უდინეზეს" 17 წლის მეკარით ინტერესდება

"არსენალი" "უდინეზეს" გოლკიპერ სიმონე სკუფეტისადმი ინტერესს იჩენს, ავრცელებს ინფორმაციას Football Italia. სეზონის დასაწყისში 17 წლის მეკარე ნომინალურად კლუბში მეოთხე გოლკიპერად ითვლებოდა, თუმცა თებერვლის თვის პირველი რიცხვებიდან მან 5 მატჩის ჩატარება და ჩემპიონატსა და იტალიის თასზე ერთად 6 გ ...

20-02-2014, 22:38

ბალაკი: "იოზილი "არსენალს" არ შეეფერება"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მიხაელ ბალაკმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "არსენალსა" და "ბაიერნს" შორის გამართული პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა, ლონდონელების ნახევარმცველი მესუთ იოზილი გააკრიტიკა. შეგახსენებთ, ფეხბურთელი ...

20-02-2014, 22:03

კროოსი: "ჯერ არაფერია გადაწყვეტილი"

ტონი კროოსმა გუშინდელ შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და "არსენალს" ერთი გოლი გაუტანა. "ფილიპ ლამი – ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ის ჩვენი კაპიტანია, შეუძლია რამდენიმე პოზიციის ამოკეტვა, როგორც ეს დღეს გააკეთა. პირველ ტაიმში ის დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ხოლო მე–2 ტაიმში სა ...

20-02-2014, 14:24

"არსენალის" ფატალური უიღბლობა

ლონდონის არსენალისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი ლიგის მერვედფინალებს შორის უდავოდ გამორჩეული უნდა ყოფილიყო თავისი დაძაბულობით. ეს ასეც მოხდა პირველ ტაიმში. არსენალის აქტიურობას ბაიერნის პასუხი და კროოსის შორიდან ძლიერი დარტყმა მოჰყვა, მეკარე შესნიმ ლამაზი სეივით გადაარჩინა მეთოფეები. მიუნხენელთ ...

20-02-2014, 02:14

"ბაიერნმა" "არსენალი" დაამარცხა

არსენ ვენგერის ათკაციანმა გუნდმა მიუნჰენურ მონსტრს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. "არსენალი" 0:2 "ბაიერნი" გოლები: კროოსი 54, მიულერი 88 "არსენალი": შესნი, სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი (მონრეალი 31), ფლამინი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (როსიცკი 74), ოზილი, უილშირი, კა ...

20-02-2014, 01:50

"ლივერპული" სანიათი ინტერესდება

"ლივერპული" "არსენალის" მცველით, ბაკარი სანიათი ინტერესდება. ფრანგ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან. სანიას უფლება აქვს სხვა კლუბებთან აწარმოოს მოლაპარაკებები, "ლივერპული" კი მას შეთავაზებას გაუკეთებს. ...

19-02-2014, 22:05

"შალკეს" ფაბიანსკი სურს

"არსენალის" 28 წლის მეკარემ, ლუკაშ ფაბიანსკიმ, რომელსაც "მეთოფეებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, ახალი კლუბის ძებნა დაიწყო, ავრცელებს ინფორმაციას Daily Mail. პოლონელისადმი ინტერესს "შალკე" იჩენს. თავად ფეხბურთელმა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ "არსენალთან" ხელშეკრულებას არ გაახ ...

19-02-2014, 20:47

ნოიერი: "ბაიერნი" ლონდონში მოსაგებად ჩამოვიდა"

"ბაიერნის" მეკარემ, მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "არსენალთან" გასამართი პირველი მერვედფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ მთავარია მიუნხენელებმა მეტოქეს თავისი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მისცენ. გერმანელმა ისიც დაამატა, რომ მიუნხენელები ლონდონში გამარჯვებისთვის ჩავიდნენ. "ძალები ...

19-02-2014, 20:40

უილშირი: "ამ წელს "ბაიერნთან" უფრო ჭკვიანურად ვითამაშებთ"

"არსენალის" ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ ამ წელს "მეთოფეები" გაცილებით რთული მეტოქეები იქნებიან გერმანელთათვის. "შარშან ცოტა ვნერვიულობდით. მაშინ "ბლექბერნთან" წავაგეთ და დიდ ზეწოლას განვიცდიდით. როგორც კი დავწყნარდით, შეტე ...

19-02-2014, 19:39

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის. "არსენალი" - "ბაიერნი", "მილანი" - "ატლეტიკო"

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მორიგი მატჩები გაიმართება. "არსენალი" - "ბაიერნი" ბუნდესლიგაში "ბაიერნი" ფორმულა 1-ის ბოლიდივით დაფრინავს და "კამაზის" სიძლიერეს აჩვენებს. სხვა გუნდებისთვის მიუნხენი კოსმოსია. გერმანელებმა ლიგ ...

19-02-2014, 11:33

რემზი "ჩელსისთან" მატჩისთვის მზად იქნება?

"არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემზი შესაძლოა სრულ მზადყოფნაში იყო "ჩელსისთან" გასამართი მატჩისთვის, რომელიც მარტში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რემზიმ დეკემბერში ბარძაყის ტრავმა მიიღო, ხოლო იანვრის ბოლოს ტრავმის რეციდივი. "მეთოფეებმა" სპორტსმენისთვის სპეციალური პროგრამა შეადგი ...

18-02-2014, 13:52

ინგლისური კლუბები "ლაციოს" თავდამსხმელით ინტერესდებიან

"მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ლივერპული" "ლაციოს" თავდამსხმელით, ბალდე კეიტათი ინტერესდებიან. "მეთოფეები" 18 წლის ფეხბურთელს ოლივიე ჟირუს დუბლიორად განიხილავენ. ლონდონურ კლუბს იტალიელებისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდეს. ...

17-02-2014, 23:14

ვენგერი: "პრესკონფერენციაზე მოურინიოზე არ ვსაუბრობ"

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ლივერპულთან" მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ აპირებს მოურინიოსთან პოლემიკაში შესვლას. "მის სულელურ და უპატივცემულო კომენტარს პასუხს არ გავცემ. მე ჩემ პრესკონფერენციაზე მასზე არ ვსაუბრობდი და არც მომავალში ვაპირებ ამას. ერთ ...

17-02-2014, 18:32

დრაქსლერი "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოექცა

მიუნხენის "ბაიერნმა" გელზერკინხენში სკაუტი გაგზავნა, რათა დრაქსლერის ტრანსფერი შეათანხმოს. ბაიერნი გერმანიის ამომავალი ვარსკვლავით სერიოზულად დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე დრაქსლერს "არსენალს" უკავშირებდნენ, თუმცა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მეთოფეებმა მისი შეძენა ვერ მოახერხეს. როგორ ...

17-02-2014, 18:26

ვენგერი: "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი აღარ არის"

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაზე ისაუბრა. "დღეს-დღეისობით კატალონიელები ისეთი ძლიერები აღარ არიან როგორც უწინ იყვნენ, თუმცა მათ რა თქმა უნდა კვლავ შეუძლიათ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება". "მე ძალიან მაინტერეს ...

17-02-2014, 18:22

"არსენალი" პოგბაში 50 მლნ. ევროს იხდის

"იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა "არსენალის" ინტერესის ქვეშ მოექცა. "მეთოფეები" მზად არიან 20 წლის ფეხბურთელში 50 მლნ. ევრო გადაიხადონ, - იუწყება Daily Mail. წყაროს თანახმად, ლონდონური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 150 მლნ. ევროს დახარჯვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პოგბაზე ...

17-02-2014, 18:09

ალექსის სანჩესი - "არსენალის" მთავარი საზაფხულო მიზანი

"ბარსელონასა" და ჩილეს ეროვნული ნაკრების 25 წლის გარემარბი ალექსის სანჩესი "არსენალის" ინტერესების სფეროში მოექცა, ავრცელებს ინფორმაციას Fichajes. ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მეთოფეების" პრიორიტეტული სატრანსფერო მიზანი იქნება. გარდა "არსენალისა", ჩილელის შეძენა "იუვენტუსსაც" უ ...

17-02-2014, 16:09

მიულერი: "ბაიერნი" ლონდონში გამარჯვების მოპოვებისთვის ყველაფერს გააკეთებს"

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა "არსენალთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის წინ, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, აღნიშნა, რომ გუნდი ამ თამაშს კარგ განწყობაზე ხვდება. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, მიუნხენელები გამარჯვების მოპოვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ...

17-02-2014, 14:41

FA CUP:"არსენალმა" "ლივერპულს" მინიმალური სხვაობით სძლია

დასრულდა ფა თასის მე-5 ტურის შეხვედრა "ემირეიტსზე". "არსენალი" 2:1 "ლივერპული" გოლი: ჩემბერლენი "16", პოდოლსკი "47" - ჯერარდი "59"(პ) "არსენალი": ფაბიანსკი - ჯენკინსონი - კოშიელნი - მერტერსაკერი - მონრეალი - ოქსლანდ-ჩემბერ ...

16-02-2014, 21:54

"არსენალმა" კოსტას შეძენა გადაიფიქრა

"არსენალი" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, დიეგო კოსტას შეძენით აღარ ინტერესდება. "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი 25 წლის ფორვარდის შეძენას ზამთარშივე განიხილავდა და ზაფხულში გადაბირებაზეც არ იყო წინააღმდეგი. თუმცა, ბოლო დაკვირვებებით, "არსენალის" სკაუტებმა ეჭქვეშ დააყენეს ის, რომ ...

16-02-2014, 19:30

შაქირი "არსენალთან" არ იქნება

"ბაიერნის" ნახევარმცველი ხერდან შაქირი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "არსენალთან" პირველ მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს. როგორც ВВС იტყობინება, შვეიცარიელმა ტრავმა გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით "ფრაიბურგთან" (4:0) გამართულ მატჩში მიიღო. ზემოთნახსენებ დაპირისპირებაში ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა, მაგ ...

16-02-2014, 18:48

ყველა სიახლე